თბილისი:
მანჩესტერი:
27-07-2016, 13:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 11
მოურინიო რუნის როლს ნაკრებშიც განსაზღვრავს
რა პოზიციაზე ითამაშებს უეინი ნაკრებში?
მოურინიო რუნის როლს ნაკრებშიც განსაზღვრავს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული უეინ რუნის სათამაშო ამპლუა ეროვნულ ნაკრებში.

"იუნაიტედში" მოსვლისას, პირველი პრესკონფერენციაზე მოურინიომ განმარტა, რომ უეინის გამოყენებას ნახევარდაცვაში, როგორც ეს ევრო 2016-ის ჩათვლით გასულ სეზონში ხდებოდა, არ აპირებს.

ინგლისის ნაკრების ახალ მწვრთნელ, სემ ელერდაისს ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, თუ სად ითამაშებს უეინი და მის პოზიციის განსაზღვრას პორტუგალიელ კოლეგას ანდობს.

"უეინისთვის ნაკრებში ჯერ კიდევ არის ადგილი. მისი პოზიცია? არ ვიცი, თუ ჟოზე რუნის ნახევარდაცვაში არ ხედავს და მის გამოყენებას სხვა პოზიციაზე აპირებს, ინგლისის ნაკრებში უეინის მოწვევა ნახევარდაცვის ცენტრში, უბრალოდ უაზრობა იქნება,"-ციტირებს ელერდაისის სიტყვებს BBC

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
28 ივლისი 2016 04:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ratqmaunda jer kidev bevri golis gatana sheudzlia shreks
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top