თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2016, 15:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3064,
კომენტარები: 13
მოურინიოს პრესკონფერენცია "სიტისთან" მატჩის წინ
ჟოზე მოურინიომ დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა.
მოურინიოს პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დერბის წინ პეკინში პრესკონფერენცია გამართა, თუმცა უჩვეულო ვითარებაში. იმის გამო, რომ პრესკონფერენციისთვის გამოყოფილი ოთახი ძალიან პატარა იყო და იქ ცხელოდა, მოურინიო ჟურნალისტებს გარეთ გაესაუბრა.

ადგილობრივი და ბრიტანელი ჟურნალისტების ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ "იუნაიტედის" შტაბის წევრებსა და სტადიონის ოფიციალურ პირებს მათი დაშოშმინება დასჭირდათ, რის შემდეგაც პორტუგალიელმა უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

მოურინიოს ჰკითხეს, ბედნიერი იყო თუ არა იმით, რომ პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, რაზეც უპასუხა: "მორიგი ბრწყინვალე შეკითხვა. როგორ გგონიათ, არას ვიტყვი?"

ამის შემდეგ ჟოზემ მოედნის მდგომარეობით უკმაყოფილება გამოხატა: "მოედანი უვარგისია და ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი".

შანხაიდან პეკინში ჩაფრენის პროცესში ფეხბურთელებს საჰაერო ინციდენტიც შეემთხვათ: "ორი სხვადასხვა თვითმფრინავით მოგვიხდა ფრენა, ნახევარი ჩვენგანი ერთი თვითმფრინავით ჩამოვიდა, მეორე ნახევარი მეორეთი.

პირველი თვითმფრინავით ჩამოფრენილებს ძალიან გაგვიმართლა, რადგან უსაფრთხოდ დავჯექით და სასტუმროში სადილიც მივირთვით.

მეორე ჯგუფს კი არ გაუმართლა. თვითმფრინავი არ ვარგოდა. დაუგეგმავი დაჯდომა განახორციელეს რამდენიმე საათით და შემდეგ სასტუმროში დღის პირველ საათზე მოვიდნენ სადილის საჭმელად.

თუმცა სახეზე ღიმილი არავის მოშორებია, რაც კარგია".


პორტუგალიელმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავარი საზრუნავი ტრავმების თავიდან არიდებაა: "ვერ გავიქცევით და ვერსად დავიმალებით ან არ ვითამაშებთ, ასე რომ, უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს.

ჩვეულებრივ, როცა იღბალზე ვსაუბრობთ, შედეგს ვგულისხმობთ. ხვალ კი მხოლოდ ის მინდა, რომ სახლში ტრავმების გარეშე დავბრუნდეთ".


მოურინიოს კვლავ დაუსვეს შეკითხვა პეპ გვარდიოლასთან დაპირისპირების შესახებ, რამაც საკმაოდ გაანაწყენა და აგრესიული პასუხი გასცა: "შეკითხვა რომ ავირიდო, უწმაწური სიტყვები უნდა გამოვიყენო. რა თქმა უნდა, ხელს ჩამოვართმევ.

არ მესმის, რატომ ეკითხებით ასეთ რამეს მას ან მე. "ბარსელონაში" ერთად ვმუშაობდით, ესპანეთში ერთმანეთის წინააღმდეგ. კითხვის არსს ვერ ვხვდები".


"იუნაიტედის" მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მოუთმენლად ელის მთელ ჯგუფთან ერთად მუშაობას: "მანჩესტერ სიტის" ევროპის ჩემპიონატზე ყველა ფეხბურთელი ჰყავდა გაგზავნილი, ჩვენ ექვსი, შვიდი თუ რვა.

მე მხოლოდ მანჩესტერში დაბრუნება და მთელ ჯგუფთან ერთად მუშაობა მინდა".


როცა ჰკითხეს, თუ რატომ ჩავიდა გუნდი წინასასეზონო ტურნეზე ჩინეთში, მან უპასუხა: "გულშემატკივრებისთვის და კომერციულობისთვის კარგია. კარგი ჯგუფი გვყავს, კარგი სულისკვეთება გვაქვს და ყველაფერს თავს გავართმევთ. ხვალ ბოლო დღეა და დამთავრდება.

მოურინიომ უახლოესი დაპირისპირების გარდა, ინგლისის ჩემპიონატში კონკურენციაზეც ისაუბრა: "სიტი" და "იუნაიტედი" არიან გუნდები, რომლებიც დიდი მიზნებისთვის იბრძვიან, მაგრამ ბევრი ასეთი გუნდია.

ეჭვგარეშეა, ოცივე გუნდი იბრძოლებს ყოველი ქულისთვის, ასე რომ, პრემიერ ლიგა კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება".


წყარო: M.E.N.
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
24 ივლისი 2016 17:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ფარჩაკი თამაში იქნება, თავს არავინ მოიკლავს, 1-1 მორჩება.
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 ივლისი 2016 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ გვარდიოლათი გაუტრაკეს საქმე რა wink
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივლისი 2016 00:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია ტრამვები არ მიიღონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top