"მანჩესტერ იუნაიტედი" "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს სერიოზულად აკვირდება. უკვე დიდი ხანია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ალექს ფერგიუსონის შემცვლელს ეძებს, რომელიც ძალიან მალე პენსიაზე გასვლას აპირებს. კლუბის ხელმძღვანელობის ინტერესების სფეროში ახლა "იუვენტუსის" მწვრთნელი ანტონიო კონტე მოექცა.
როგორც ყველასთვის ცნობილია, 43 წლის კონტეს "ბებერ ქალბატონში" სამწვრთნელო კარიერა შესანიშნავად აეწყო. იგი კლუბს გასული სეზონის დაწყების წინ ჩაუდგა სათავეში და გუნდს სკუდეტო, იტალიის თასი მოაგებინა, ასევე მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონი უკვე 71 წლისაა.მის შემცვლელებად კონტეს გარდა, ასევე პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს აცხადებენ.