იბრაჰიმოვიჩი მეშვიდეა, ვინც 9 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა მეშვიდე ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის დაარსებიდან მოყოლებული, ადგილობრივ ჩემპიონატში ცხრა ნორმიანი მაისური მოირგო.
შვედი ახალწვეული, ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ფალკაოსა და მარსიალის შემდეგ გახდა მესამე ფეხბურთელი, ვინც 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
1993/94 წლების სეზონში, ბრაიან მაკკლეირმა 9 ნორმიანი მაისური მოირგო მაშინ, როდესაც შეტევაში ერიკ კანტონა და მარკ ჰიუზი თამაშობდნენ. 1996/97 წლებში ცხრა ნომრის მფლობელი გახდა ენდი კოული, რომელიც "ნიუკასლიდან" გადმოსვლის შემდეგ თავდაპირველველად 17 ნორმიანი მაისურით ასპარეზობდა. მაკკლერი კი 13 ნომერს დასჯერდა.
კოულის "ბლექბერნში" გადასვლის შემდეგ, ორი სეზონის განმავლობაში ნომერი ვაკანტური იყო. საბოლოოდ, 2004 წელს მისი მფლობელი გახდა იანვარში "ფულემიდან" გადმოსული ლუის საა. ფრანგმა ფორვარდმა, 2008 წელს ლეგენდარული ნომერი ბულგარელ ფორვარდ, დიმიტარ ბერბატოვს გადაულოცა.
ბულგარელმა "იუნაიტედი" 2012 წელს დატოვა, რის შემდეგაც, 9 ნომრიანი მაისური 3 სეზონის განმავლობაში ვაკანტური იყო, რომელიც 2014/15 წლების სეზონში რადამელ ფალკაოს, ხოლო გასულ სეზონში ანტონი მარსიალს ერგო.
Image not found: http://www.manutd.com/~/media/6009C152426F4248951040DB691ACEBF
Image not found: http://www.manutd.com/~/media/B7EC12FFFD204403883190280590A185
Image not found: http://www.manutd.com/~/media/AA4EEA1FBC604F4587DE82DF9146B7F9
Image not found: http://www.manutd.com/~/media/1898ED0A217C43EEA98A12B2B625F6EE
Image not found: http://www.manutd.com/~/media/C7250F70D6C64158872C04A82E1CE09A
Image not found: http://www.manutd.com/~/media/5D28AD2EB1F74E3E88D7515AAE3B5C09
Fatal error: Stage width or height is too small to show the gallery. Traced measures: width:1264px, height: 19px.