თბილისი:
მანჩესტერი:
21-07-2016, 10:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2741,
კომენტარები: 11
რუნი მოურინიოს მუშაობით განცვიფრებულია
კაპიტანი ახალ მწვრთნელზე საუბრობს.
რუნი მოურინიოს მუშაობით განცვიფრებულია
უეინ რუნიმ, შანხაიში ჩასვლის შემდეგ წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებს მცირე ინტევიუ მისცა. "იუნაიტედის" კაპიტანმა ახალ მწვრთნელთან მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ უკვე დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი გუნდს ტიტულისთვის მთავარ პრეტენდენტად კვლავ დააბრუნებს.

"მე მხოლოდ ერთი დღეა, რაც მოურინიოსთან ვვარჯიშობ, მაგრამ ეს შესანიშნავი დღე და შესანიშნავი ვარჯიში იყო. თუ გადახედავ ჟოზეს მიღწევების სიასა და მის ტიტულებს, მიხვდებით, რომ ჩვენ პორტუგალიელთან წარმატების მიღწევას შევეცდებით."

რუნიმ ახალწვეულებზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი სერიოზული ზეწოლის ქვეშაა.

"იუნაიტედში" თამაშისას, ზეწოლას ყოველთვის ვგრძნობ. ის უმსხვილესი თუ არა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. "იუნაიტედში" ამდენი ხნის განმავლობაში თამაში, დიდი პრივილეგიაა. ყოველ სეზონში აქ საკუთარი ღირებულება უნდა დაამტკიცო."

უეინმა ცუდი ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა, მოურინიომ კი განაცხადა, რომ ჰოჯსონისა და ვან გაალის მსგავსად ინგლისელს ნახევარდაცვაში არ გამოიყენებდა.

კაპიტანმა, წინასაეზონო ტურნეზე და მომავალ მატჩებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა: "შანხაიში არასდროს ვყოფილვარ. აქ შესანიშნავი მხარდაჭერა და პირობებია, ასე რომ ეს დიდი კვირა იქნება,"

წყარო: Manutd.one
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივლისი 2016 14:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რუნიმ ცოტა უნდა მოუმატოს თამაშს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top