თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2016, 11:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2414,
კომენტარები: 11
ბილიჩი: "ვესტ ჰემს" შესაძლოა საკუთარი რეშფორდი მოევლინოს"
ბილიჩი ფლეტჩერის ტრანსფერზე საუბრობს.
ბილიჩი:
"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი მიიჩნევს, რომ გუნდის ახალგაზრდა ახალწვეულებს, ეშლი ფლეტჩერსა და ტონი მარტინესს მარკუს რეშფორდის წარმატებით გამეორება შეუძლიათ.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ჩაქუჩებმა" ორი ახალგაზრდა ტალანტი, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ეშლი ფლეტჩერი და "ვალენსიადან" ტონი მარტინესი შეიძინეს. ხორვატი სპეციალისტი კი მიიჩნევს, რომ ახალწვეულებს ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

"ფლეტჩერი და მარტინესი პერსპექტიული ფეხბურთელები არიან. მარტინესმა უკვე აჩვენა, რომ "ვესტ ჰემში" მომავალი აქვს, თუმცა წინ პრემიერ ლიგაა და ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან.

მათგან რომელიმეს შეუძლია ის, რაც გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედში" მარკუს რეშფორდმა გასულ წელს, თუმცა, სეზონის თავიდან დაწყება - ეს არის ის, რასაც მათგან არ ვითხოვთ.

მათ შეუძლიათ მოვიდნენ მოულოდნელად და გაგვაოცონ ლიგაში, როგორც ეს მარკუსმა გააკეთა, თუმცა, ჩვენ ძირითადი შემადგენლობისთვის ფორვარდს უკვე ვეძებთ და თუ ვიპოვით, აუცილებლად გავიფორმებთ კიდეც,"
-განუცხადა ბილიჩმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

წყარო: Fapl
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივლისი 2016 00:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახოთ იქ რასიზამს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top