თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2016, 16:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2604,
კომენტარები: 13
ოფიციალურად: პაუელი "უიგანის" ფეხბურთელია
ნიკი პაუელი კარიერას "უიგანში" გააგრძელებს.
ოფიციალურად: პაუელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" 22 წლის ნახევარმცველი ნიკი პაუელი "უიგანში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

პაუელმა სამედიცინო შემოწმება სამშაბათს გაიარა, რის შემდეგ უიგანურ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ინგლისელი "ათლეტიკში" 2013/14 წლების სეზონში იყო განათხოვრებული და 13 გოლის გატანა მოახერხა.

ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გარი ქოლდუოელმა გააკეთა:

"ნიკი ხარისხიანი ფეხბურთელია. ის არის ერთ-ერთი მოთამაშე, ვისი შეძენაც ამ ზაფხულს გვინდოდა და მოხარულნი ვართ, რომ ეს შევძელით. როდესაც ის იჯარით "უიგანში" თამაშობდა, იყო საუკეთესო 19 წლის ფეხბურთელი, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.

პერიოდული ტრავმების გამო ის ძალიან ცუდად იყო, თუმცა ნიკის ყოველთვის გვჯეროდა. ის განსაკურებული მოთამაშეა დიდი ტალანტით, რომელსაც სტადიონის ფეხზე დაყენება შეუძლია."


"მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012 წელს პაუელი "ქრიუ ალექსანდრიასგან" 6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, მაგრამ ამ დრომდე კლუბს იჯარით პერიოდულად ტოვებდა.

წყარო: Sky Sports
ახალი ამბები, ინტერვიუები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
14 ივლისი 2016 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდა წასულიყოო
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივლისი 2016 01:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Arada rogor mjeroda amis
0
№13
ავტორი: Legend Sir Alex
14 ივლისი 2016 11:46
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
წარმატებები პოუელს უიგანში, იმედია გამოავლენს თავის შესაძლებლობებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top