თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2016, 01:06
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2992,
კომენტარები: 13
"იუნაიტედმა" კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგა
"მანჩესტერ იუნაიტედის" 20 წლის შემტევმა გუნდი დატოვა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა შემტევმა, ეშლი ფლეტჩერმა, გუნდი დატოვა და "ვესტ ჰემთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

20 წლის ინგლისელმა, გასული სეზონი იჯარის წესით, ლიგა ერთში მოასპარეზე "ბარნსლიში" გაატარა და თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინა, 24 შეხვედრაში 7 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის ჩემპიონშიპში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა, რამეთუ პლეიოფის სტადიაზე "მილუოლს" გოლი გაუტანა.

"ჩაქუჩების" რიგებში გადასვლის შემდეგ, მან პირველი კომენტარიც გააკეთა:

"ძალიან მოხარული ვარ, რადგან "ვესტ ჰემში" გავაგრძელებ კარიერას.

ვფიქრობ ეს არის კლუბი დიდი ამბიციებით, აქ ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა და სწორედ ამის გამო შეძლეს გასულ სეზონში კარგი შედეგის ჩვენება."


"იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა უკვე დაადასტურა ეშლის ტრანსფერი და მომავალში მას წარმატებები უსურვა.
ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: უეინ რუნი
13 ივლისი 2016 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
არადა იძახდა დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა მინდაო
0
№12
ავტორი: stepno
13 ივლისი 2016 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნუ სწორედ მოიქცა რო წავიდა
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
14 ივლისი 2016 00:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Arada magaria es
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top