ჟოზე მოურინიო ესპანელს კვლავ გაყიდის.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ხუან მატას ტურინის "იუვენტუსს" სთავაზობს, რათა პოლ პოგბას გადაბირება შეძლოს.
"წითელი ეშმაკები" ფრანგი ნახევარმცველის შეძენას დიდი ხანია ცდილობენ და მის ტრანსფერში 100 მლნ. ფუნტსაც იხდიან, მაგრამ შეთანხმება კვლავ მიუღწეველია და პოგბა "ბებერი ქალბატონის" რიგებში რჩება.
"განსაკუთრებულმა" ერთხელ უკვე გაყიდა მატა, როცა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, რადგანაც მას მიაჩნდა, რომ ესპანელი ნახევარმცველი საკმარის ფიზიკურ მონაცემებსა და დინამიკას არ ფლობდა. პორტუგალიელი არც ახლა არის სხვა აზრზე და 28 წლის ფეხბურთელს "იუნაიტედიდან" გაუშვებს, მიუხედავად იმისა, რომ ხუანი ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მატათი "ევერტონი" ინტერესდება და ფეხბურთელს "ვალენსიაში" დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ გამოცემა Sunday People ამტკიცებს, რომ მოურინიო თავისი შეგირდის კანდიდატურას იტალიის ჩემპიონებს სთავაზობს, რათა სანაცვლოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, პოლ პოგბა მიიღოს.
წყარო ასევე იმასაც ამტკიცებს, რომ "წითელი ეშმაკები" მატას 37 მლნ. ფუნტად აფასებენ და საბოლოო 100 მლნ. ფუნტს მხოლოდ ეს თანხა დააკლდება.
წყარო:
mirror