თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3908,
კომენტარები: 16
კანტონას შეტყობინება იბრაჰიმოვიჩს
ერიკ კანტონამ იბრაჰიმოვიჩს შეტყობინება გაუგზავნა.
კანტონას შეტყობინება იბრაჰიმოვიჩს
"მანჩესტერ იუნაიტედის" "მეფე" "ოლდ ტრაფორდზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლას მიესალმა, მაგრამ შვედს აცნობა, რომ "ოცნების თეატრს" ერთადერთი მმართველი ჰყავს.

Eurosport-ის მორიგ რეკლამაში ფრანგმა კვირის მთავარი საფეხბურთო თემები მიმოიხილა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსაც შეეხო, იბრაჰიმოვიჩს კი, მანჩესტერის წითელი მხარის საამაყო ლეგენდამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. თუმცა, 50 წლის კანტონამ შვედს აცნობა, ვინ არის გვირგვინის მფლობელი.

კანტონას შეტყობინება იბრაჰიმოვიჩს


"ზლატანისთვის პირადი შეტყობინება მაქვს. შენ გადაწყვიტე, წითელი გამხდარიყავი, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიგიღია.

როცა "ოცნების თეატრში" გაივლი და იქ მანამდე მყოფ ლეგენდათა აჩრდილს შეიგრძნობ, როცა "სტრეტფორდ ენდის" წინ გოლს გაიტან; როცა მოისმენ, როგორ მღერის გულშემატკივარი შენს სახელს; როცა გული ისე ძლიერ დაგიწყებს ძგერას, რომ საგულედან ამოვარდება; როცა მათ მიმართ ისეთივე სიყვარულს იგრძნობ, როგორსაც ისინი გრძნობენ შენ მიმართ; მხოლოდ მაშინ მიხვდები, ჩემო მეგობარო, რომ ბოლოს სახლში ხარ.

მხოლოდ ერთი რამ დამრჩა. მანჩესტერს მხოლოდ ერთი მეფე ჰყავს. თუ გინდა, შეგიძლია, პრინცი იყო და ნომერი შვიდიც შენია, თუკი გაინტერესებს. ეს არის ჩემი საჩუქარი შენთვის.

მეფე წავიდა. დიდხანს იცოცხლე, პრინცო".


წყარო: dailymail
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: nika manchester
10 ივლისი 2016 13:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ეეჰ ასეთები სადღა არიან
0
№12
ავტორი: U N I T E D
10 ივლისი 2016 14:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: Legend Sir Alex
კაცი ლეგენდა, ერიკ კანტონა love

მიყვარს ეგეთი კომენტარები აი შენ გენაცვალე მე
0
№13
ავტორი: stepno
10 ივლისი 2016 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auu gamajrialaa raa sityvebii tqvaa
0
№14
ავტორი: kobinio
10 ივლისი 2016 18:36
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sagol
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2016 01:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ლეგენდაა
0
№16
ავტორი: beckham7
11 ივლისი 2016 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
სუპერ ლეგენდ....
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top