"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას შეძენით არის დაინტერესებული, მაგრამ საკითხი გადაწყვეტილი არ არის - იტყობინება BBC.
ჭორები არ წყდება მსოფლიო რეკორდის დამყარების შესახებ, მაგრამ გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.
"იუნაიტედს" "იუვენტუსთან" ჯერჯერობით არავითარი კონტაქტი არ ჰქონია.
უფრო მეტიც, 23 წლის პოგბა ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და ფინალისთვის ემზადება, რის გამოც პორტუგალიასთან მატჩისთვის მზადების გარდა სხვა რამეზე არ ფიქრობს.
თავის მხრივ, "იუვენტუსმა" არ ისურვა თავის მოთამაშესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.
იტალიის ჩემპიონებს პოგბას შენარჩუნების იმედი არ დაუკარგავთ და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგით ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის "რეალიც" ინტერესდება, მასთან განშორებას "ბებერი ქალბატონი" არ აპირებს.