თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 13
მატუიდი ჭორებს გამოეხმაურა
ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი "იუნაიტედთან" დაკავშირებულ ჭორებზე საუბრობს.
მატუიდი ჭორებს გამოეხმაურა
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებით მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე საუბარი არ ისურვა.

"პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი დიდიე დეშამის გუნდის ერთ-ერთი უცვლელი ფიგურაა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ფრანგები ფინალში გავიდნენ.

ნახევარფინალში "მამლებმა" მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები დაამარცხა და მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატუიდიმ ფრაგთა ბანაკი "ოლდ ტრაფორდზე" სამედიცინო შემოწმების გასავლელად დატოვა. როცა მატუიდის ჰკითხეს, ფიქრობდა თუ არა ჟოზე მოურინიოს გუნდში გადასვლაზე, მან უპასუხა:

"ყველაფერზე წინ მე ფრანგი ვარ. ამ შეკითხვის დრო არ არის. 100%-ით ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ.

ახლა ისეთი მომენტით ვცხოვრობ, რომელიც მეორედ შეიძლება, ვერასდროს განვიცადო. ძალიან ამაყი ვარ.

ჯერჯერობით კვლავ პსჟ-სთან მაკავშირებს კონტრაქტი და საკითხი აქ წყდება",
- განაცხადა მატუიდიმ.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Legend Sir Alex
9 ივლისი 2016 22:01
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ძალაინ მშრომელი ფეხბურთელია ბლეისი და გამოგვადგება, რომ მოვიდეს. manunited
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივლისი 2016 23:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახოთ ეს კაი ფეხბურთელია
0
№13
ავტორი: stepno
10 ივლისი 2016 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auuu es isee bazrobs ro mgonii modis eseec
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top