თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2804,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ჩემი მოთხოვნები დრამას არ შექმნის"
ჟოზე მოურინიომ პირველი ვარჯიში უკვე გამართა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო წინასასეზონო ტურნეს მზადების პროცესში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან მუშაობს.

"წითლების" ახალი ეპოქა 16 ივლისს "უიგანთან" ამხანაგური მატჩით დაიწყება და მთავარი მწვრთნელი მის განკარგულებაში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელის გამოცდას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხუთშაბათს მანჩესტერში კოკისპირულად წვიმდა, მოურინიო სავარჯიშო პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და სანამ საერთაშორისო მატჩებიდან დასაბრუნებელი ფეხბურთელები შეუერთდებიან, მის განკარგულებაში მყოფთ წვრთნიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო აქვს, პორტუგალიელს სჯერა, რომ მისი იდეების ფეხბურთელებამდე მიტანას შეძლებს.

"რეალობა ის არის, რომ ზოგიერთი პროცესის შემოკლება უნდა ვცადო. მაგრამ პროცესს კვირები, კვირები და კვირები დასჭირდება, ხანდახან კი წლები და წლები, რადგანაც გაუმჯობესების საშუალება ყოველთვის არსებობს.

ამ კვირაში, როცა ყველანი ერთად ვიქნებით, გუნდს პრინციპებს დავუსახავ - არ ვამბობ "დინამიკას", რადგან დინამიკას უფრო დიდი ხანი სჭირდება. ჩემი პრინციპები ობიექტურია და ვხვდები, რომ ფეხბურთელებისთვის დრამა არ იქნება მათი გაგება და ჩემთვის იმის მოცემა, რაც მინდა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
8 ივლისი 2016 16:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არაა ხალხო ვიდეო და ფოტომასალა, თორემ დავდებდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top