თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2016, 08:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2410,
კომენტარები: 11
ფერგიუსონი FA-ს ელერდაისის კანდიდატურას სთავაზობს
"დიდი სემი" ინგლისის ნაკრებში?
ფერგიუსონი FA-ს ელერდაისის კანდიდატურას სთავაზობს
სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ასოციაციაში თანამდებობის პირებს ინგლისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე "სანდერლენდის" მენეჯერის, სემ ელერდაისის კანდიდატურა შესთავაზა.

როი ჰოჯსონის გადადგომისა და ევროპის ჩემპიონატზე "სამი ლომის" ჩავარდნის შემდეგ, ასოციაცია ახალ სპეციალისტს ეძებს და მთელი რიგი სამიზნეები ჰყავს.

ამ დროს ფერგიუსონმა 61 წლის სპეციალისტს რეკომენდაცია გაუწია. ლეგენდარული შოტლანდიელის აზრით, "დიდ სემზე" უკეთეს მენეჯერს ასოაციაცია ვერ იპოვის.

"პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 ინგლისელი მწვრთნელი მუშაობს, თუმცა სემზე გამოცდილ მენეჯერს ვერ იპოვით. მათ უნდა ეძებონ ფართოდ და იპოვონ პოსტისთვის შესაფერისი მწვრთნელი.

მადლობა ღმერთს, მე არ ვარ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი, რადგან არჩევანის გაკეთება წარმოუდგენლად რთულია. თუმცა, სემის დიდი გამოცდილებისა და პრემიერ ლიგაში მისი ყოფნის გათვალისწინებით, ის ინგლისელებს შორის საუკეთესო კანდიდატია,"
-ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს The Guardian.

წყარო: Fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Manutd.ge
9 ივლისი 2016 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
Fergim manchestersac urvhia moiesi magram vis ra mochama? Amat undat cota giji mwvrtneli es bunchula hojsonebi ver qachaven
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top