თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2013, 14:06
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2080,
კომენტარები: 14
ჩიჩარიტო ლივერპულთან გასამართ მატჩზე საუბრობს
ჩიჩარიტო: ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა ამ თამაშში მონაწილეობას.
ჩიჩარიტო ლივერპულთან გასამართ მატჩზე საუბრობს
ხავიერ ერნანდესი ფიქრობს, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა მონაწილეობა მიეღო „ოლდ ტრაფორდზე“ კვირას გასამართ ორთაბრძლოაში, „მანჩესტერსა“ და „ლივერპულს“ შორის
„წითლები“ და „მერსესაიდელები“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს დღეს 17:30-ზე (თბილისის დროით). ჩიჩარიტომ ძალიან კარგად იცის ამ დაპირისპირების ისტორიის და ტრადიციის შესახებ.
„ეს არის ინგლისური დერბი და ამ ორ გუნდს აქვს ყველაზე მეტი ტიტული ინგლისში“ განაცხადა ჩიჩარიტომ Inside United - თან ინტერვიუში „ეს არის მატჩი რომელშიც მონაწილეობის მიღება ძალიან მინდა. მსოფლიოში ნებისმიერ ფეხბურთელს მოესურვება აქ თამაში.“
ჩიჩარიტო ძირითად შემადგენლობაში იყო 2011 წლის იანვარში FA თასზე გამართულ მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ სადაც წითლებმა 1-0 იმარჯვეს. გამონდინარე იმისა, რომ უიენ რუნის აწუხებს ტრამვა, ერნანდესს ექნება შანსი ისევ მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში.
მექსიკელმა ფორვარდმა მოახერხა 5 მატჩში ორი გოლის გატანა ლივერპულის წინააღმდეგ. პირველი 2011 წლის მარტში, როდესაც „ეშმაკები“ 3-1 დამარცხდნენ „ენფილდზე“, შემდეგ კი გვიანი გოლით ერთი ქულა მოუტანა „იუნაიტედს“, ისევ სტუმრად.
„როცა ჩვენ 3-1 დავმარცხდით, ეს იყო უცნაური გრძნობა ჩემთვის“ დაამატა მან „ეს იყო ჩემი პირველი სეზონი და ბედნიერი ვიყავი, რომ „ლივერპულს გავუტანე „ენფილდზე“, მაგრამ მე არ მქონდა კმაყოფილების გრძნობა, რადგან ჩვენ წავაგეთ. სულ სხვა იყო ის თამაში როდესაც გავათანაბრე და 1 ქულა მოვუტანე გუნდს, ეს იყო შესანიშნავი.“

წყარო: www.ManUtd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
13 იანვარი 2013 15:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მიდით ბიჭებო მოიგეთ რა არ ჩამიშხამოთ დღევანდელი მოლოდინი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: Shako Jones
13 იანვარი 2013 16:01
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ჩიჩა უნდა შეაგდო შენც და ვან პერსიმაც !
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
13 იანვარი 2013 16:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ჩIჩა შენ იცი მიდი
0
№14
ავტორი: captain
13 იანვარი 2013 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
საღამოს ქეიფს ვაპირებ და შემარგეთ იცოდეთ, თანაც მოუს დაანახე 7-8 მილიონიანი ფეხბურთელით გოლების გატანა რა მარტივად გამოდის
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top