თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2606,
კომენტარები: 13
მოურინიო: "არ ვიცი, მზად არის თუ არა ბაიი"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ახალწვეულზე საუბრობს.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დარწმუნებული არ არის ერიკ ბაიის შესაძლებლობებში და ეჭვი ეპარება, მზად არის თუ არა იგი პრემიერ ლიგის სტარტისათვის.

22 წლის ფეხბურთელი პორტუგალიელის პირველი შენაძენი გახდა "იუნაიტედში". ბაიი "ვილიარეალში" ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც ესპანეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა.

მოურინიოს სჯერა, რომ კოტ დ'ივუარელ ფეხბურთელს წარმატების მისაღწევად საჭირო უნარები აქვს, მაგრამ შეძლებს თუ არა ამის დასაწყისშივე გაკეთებას, სათუო საკითხად მიაჩნია.

"შემეძლო შემედარებინა იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც მანამდე მყავდა, მაგრამ ამას არ ვიზამ, რადგან ისინი სხვა კლუბებში თამაშობენ.

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც, ჩვენი რწმენით, ყველა საჭირო ატრიბუტი აქვს. ძალიან ძლიერია ფიზიკურად, ძალიან სწრაფი. ასე ადვილი არ არის სწრაფი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც ამავდროულად მაღალი, დიდი ბიჭია.

ესპანური კულტურიდან მოდის და პირველ სათამაშო ადგილს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ, ტექნიკურად ძალიან კარგია.

გარკვეულ პერიოდში მარჯვენა მცველად თამაშობდა, რაც უფრო მეტ შემტევ უნარებს მოიაზრებს, გამოდის, ცენტრალური მცველი მარჯვნივ ასპარეზობდა.

ჩემი ერთადერთი დავალება ის არის, რომ უნდა დავეხმარო ამის მოცილებაში, რაც კითხვის ნიშანს აჩენს იმ ადამიანის შემთხვევაში, რომელსაც არასდროს უთამაშია ასეთ დიდ კლუბში, ასე დიდი პასუხისმგებლობით, ასე დიდი მოლოდინით.

არის კი ერიკი მზად პირველივე დღიდან? არ ვიცი. ეს კითხვის ნიშანია, ჩემი სამუშაო ამ ნიშნის რაც შეიძლება მალე გაქრობა და მისგან ჭკვიანი, განსხვავებული და ხასიათის მქონე ფეხბურთელის ჩამოყალიბებაა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედში" უნდა ითამაშოს",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: mirror
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
6 ივლისი 2016 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Kacs yvela sityvashi etyoba ro dzaan didi mwvrtvnelia :) dzaan mjera mouisi ai dzaan
0
№12
ავტორი: უეინ რუნი
6 ივლისი 2016 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იმედი მაქ ამის და სმოლინგის დაცვაში
0
№13
ავტორი: stepno
7 ივლისი 2016 02:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mee mjera rom mzad aria
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top