თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2016, 14:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3829,
კომენტარები: 21
მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია.
მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია
მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია LIVe: მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია

მოგესალმებით და გთავაზობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირველ პრესკონფერენციას, რომელიც თბილისის დროით 14 საათზე დაიწყო.

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია მოურინიოს პირველი შეკითხვა

ჟოზე ყოველთვის იყო განსაკუთრებული და ბედნიერი, მაგრამ რას ფიქრობს ახლა? "არ ვიცი. ადრე ორჯერ ჩამოვედი ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს განსხვავებულია. "ჩელსიმ" დამითხოვა და მაინც დავრჩი იმავე ქვეყანაში იმავე ხალხთან ერთად. ახალი არაფერია. მოვედი კლუბში, რომლის აღწერაც რთულია... არ მომწონს იმის აღნიშვნა, რომ ეს საოცნებო სამსახურია. ეს რეალობაა, რეალობა კი არის, რომ ეს არის სამსახური, რომელსაც ყველა ინატრებდა".

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია მოურინიოს სატრანსფერო გეგმები

"ოთხი პრიორიტეტი დავისახეთ, ოთხ პოზიციაზე, რათა გარკვეული ბალანსი შევძინოთ გუნდს და გარკვეული ხარისხიც, რაც მე მჭირდება და მსურს. როგორც იცით, ისინი, რომელიც უკვე ჩანს. მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც მოსწონს სპეციალისტები და არა მულტი-ფუნქციური ფეხბურთელები. ჩემს სათამაშო მოდელში ძალზედ ცხადი ვარ, ასე რომ, სპეციალისტები მჭირდება. ჩვენ ოთხი სამიზნე გვაქვს... სანამ მეოთხე არ გვეყოლება, კვლავ ბევრს ვიშრომებთ".

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია ჟოზე პეპ გვარდიოლასთან დაპირისპირების შესახებ

"ვილაპარაკო ერთ მწვრთნელზე, ერთ კლუბზე, სიტყვებს ვერ შევარჩევ, მაგრამ ერთ მტერზე-მეთქი რომ ვთქვა, სწორი არ იქნებოდა. ერთია, როცა ისეთ კონკურენციაში ხარ, როგორშიც მე ვიყავი ესპანეთში, სადაც ორი ცხენის რბოლა მიმდინარეობდა. იტალიაში სამი გუნდი იყო. მაგრამ პრემიერ ლიგაში ასეთი შეგრძნება საერთოდ არ გაქვს. თუ ერთ გუნდზე ან ერთ ოპონენტზე იფიქრებ, სხვები გაიცინებენ ბოლოს და მე ამის ნაწილი ვერ ვიქნები. მე "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ვარ და ქვეყნის ყველა კლუბს ვცემ პატივს"

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია მოურინიო ახალგაზრდების შედეგს იცავს

"აკადემიიდან 49 ფეხბურთელი ავიყვანე. თუ გსურთ, სიას მოგცემთ. ასეთი შედეგის შემთხვევაზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას, რადგან ხანდახან სხვა შანსი არა გაქვს ან ტრავმის გამო უნდა აიყვანო. მეორე ფაქტორი კი არის, რომ, თუ დიდი მიზნებისთვის არ თამაშობ, მათი დაწინაურება ადვილია. ჩემი ფეხბურთელების ტრავმიანობა ძალიან, ძალიან იშვიათია. ფეხბურთელებს საჭიროების გამო არასდროს ვაწინაურებ - ამას რწმენის გამო ვაკეთებ".

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია რეაქცია გიგზის წასვლაზე

"სამუშაო, რომელიც რაიანს სურდა, არის კლუბში, რომელიც მე მარგუნეს. ჩემი ბრალი არ არის. რაიანს "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა უნდოდა და კლუბმა გადაწყვიტა, რომ ეს სამსახური საჩემო იყო. ამიერიდან რაიანს ისევე სურს მწვრთნელობა, როგორც მე მსურდა 200 წელს. დგება მომენტი, როცა გადაწყვეტილებას იღებ და რაიან მიიღო. შეეძლო ის ყოფილიყო კლუბში, რასაც ისურვებდა, მაგრამ მან მამაცური გადაწყვეტილება მიიღო.

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია სერ ალექსის რჩევა ჟოზეს

"მან მითხრა, ქოლგა წამოიღეო! გუშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ სავარჯიშო მოედანზე იწვიმებდა, ასე რომ, დიდებული რჩევა მივიღე. მეორე რჩევა ის იყო, რომ მითხრა, ჩემი ღვინო წამომეღო თან, რადგანა ამიერიდან ერთად ხშირად ვიქნებოდით. ახლა ევროპის ჩემპიონატზეა, ასე რომ, ამ კვირაში ვერ ვნახავ, მაგრამ მისი არდადეგები როცა დასრულდება, ერთმანეთს ხშირად შევხვდებით. სავარჯიშო მოედანზე მის მოსვლას ყოველთვის სიხარულით შეხვდებიან და ერთად ბევრ მომენტს გავიზიარებთ".

მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია სად ითამაშებს რუნი?

"ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე რთულია, ბადეში ბურთის შეგდებაა. ფეხბურთელები წლების განმავლობაში იცვლებიან, იცვლება მათი ხარისხი, ხასიათი. ნორმალურია, რომ მისი ასაკის ფეხბურთელი იცვლება, მაგრამ ის, რაც არასდროს იცვლება, გოლის გატანის ბუნებრივი წყურვილია. შესაძლოა, თავდამსხმელი ან "ცხრიანი" აღარ იყოს, მაგრამ კარიდან 50 მეტრის დაშორებით არასდროს ითამაშებს. ის იქნება ცხრიანი, ათიანი, ცხრანახევარი, მაგრამ არასდროს ექვსიანი ან რვიანი".
სხვა
21 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
5 ივლისი 2016 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ვაახ რუნიზე რა თქვა,შენ გენაცვალე რა :) love
0
№12
ავტორი: LASHQARA
5 ივლისი 2016 14:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
სად ითამაშებს რუნი?

"ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე რთულია, ბადეში ბურთის შეგდებაა. ფეხბურთელები წლების განმავლობაში იცვლებიან, იცვლება მათი ხარისხი, ხასიათი. ნორმალურია, რომ მისი ასაკის ფეხბურთელი იცვლება, მაგრამ ის, რაც არასდროს იცვლება, გოლის გატანის ბუნებრივი წყურვილია. შესაძლოა, თავდამსხმელი ან "ცხრიანი" აღარ იყოს, მაგრამ კარიდან 50 მეტრის დაშორებით არასდროს ითამაშებს. ის იქნება ცხრიანი, ათიანი, ცხრანახევარი, მაგრამ არასდროს ექვსიანი ან რვიანი". ეგ არის რუნიიი და ჟოზეს ხედვა რუნიზე ვისაც არ მოწონს წავიდეს რამე სხვა გუნდს უგულშემატკივროს... love am
0
№13
ავტორი: iva-man utd
5 ივლისი 2016 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Ravici tavidan ocnebis koshkebis ageba ician mwvrtnelebma daaa mere saqme saqmeze rommiva arc arferi sul daikargeba mati kargi gamonatqvamebi

Me zalian didi imedi maqus jozesi imedia gamiznul sargeblian transferebs gaaketebs
0
№14
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ივლისი 2016 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფილოსოფია რო არ იყო ნახსენები უკვე კარგია... winked wink
0
№15
ავტორი: Jorbe-Jorbe
5 ივლისი 2016 15:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ რუნი შეტევაში ითამაშებს და არა დაცვაში!
0
№16
ავტორი: ikeoni
5 ივლისი 2016 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ra kaciaa ❤️

Ra kaciaa ❤️
0
№17
ავტორი: gaga1987
5 ივლისი 2016 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მე ძალიან მეიმედება ჯოზესი და ვნახოთ.ძალიან მინდა სეზონი მალე დაიწყოს.
0
№18
ავტორი: snatch77
5 ივლისი 2016 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
რუნი იბრას უკან ითამაშებს , ათიანზე
0
№19
ავტორი: Legend Sir Alex
5 ივლისი 2016 20:16
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ეპლს ვწევთ წელს! manunited
0
№20
ავტორი: stepno
6 ივლისი 2016 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dzaan magrad saubrobs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top