თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2643,
კომენტარები: 12
გიუნდოგანი ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული მხითარიანის თაობაზე თავის აზრს გამოთქვამს.
გიუნდოგანი ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს
ჰენრიხ მხითარიანის ყოფილი თანაგუნდელი ილკაი გიუნდოგანი მიიჩნევს, რომ სომეხ ფეხბურთელს "იუნაიტედში" წარმატებული მომავალი ელის.

კვირის ბოლომდე მხითარიანი "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება. მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია დორტმუნდის "ბორუსიასთან".

27 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში გერმანულ კლუბში გიუნდოგანის თანაგუნდელი იყო, მომდევნო სეზონიდან კი ყოფილი პარტნიორები მეტოქე გუნდების რიგებში ითამაშებენ, რამეთუ გერმანელი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

ფეხბურთელებმა ერთ გუნდში სამი სეზონი გაატარეს ერთად და გიუნდოგანი იხსენებს, რომ პირველი ორი წელი მხითარიანისთვის რთული გამოდგა.

"დორტმუნდში" სამი წელი იმყოფებოდა. პირველი ორი წელი არც ისე ადვილი იყო, გულახდილად რომ ვთქვათ.

ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თავდაჯერებულობა სჭირდება, რომელმაც სულ უნდა ითამაშოს და დაამტკიცოს, რომ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. იმ დროს არც ისე წარმატებით ვთამაშობდით, ასე რომ, ადაპტირება გაუჭირდა. მცირე პრობლემები ჰქონდა.

მაგრამ შარშან საოცრად ითამაშა. შესაძლოა, ჩვენი წამყვანი ფიგურაც კი იყო. თუ ასე გააგრძელებს, "მანჩესტერ იუნაიტედზე" დიდი, დიდი გავლენა ექნება. ყველაფერს საუკეთესოს და ჯანმრთელობას ვუსურვებ",
- განაცხადა გიუნდოგანმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: LASHQARA
5 ივლისი 2016 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ფლეშსკორზე უკვე მანჩესტერშია ხითოო wink love am
0
№12
ავტორი: stepno
6 ივლისი 2016 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mee diiiidi imedi maqq mxitosi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top