თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2439,
კომენტარები: 16
დეპაი ტურნეზე საუბრობს
მემფის დეპაი წინასასეზონო ტურნეს პერსპექტივების შესახებ.
დეპაი ტურნეზე საუბრობს
მემფის დეპაიმ აღნიშნა, რომ გასულ სეზონში ტურნეზე ყოფნამ მას ნათლად დაანახვა, თუ რამდენად დიდებული კლუბია "მანჩესტერ იუნაიტედი".

ჰოლანდიელმა შემტევმა "იუნაიტედის" მაისურით პირველად 2015 წლის წინასასეზონო ტურნეზე ითამაშა, როცა "წითლებმა" ამერიკის შეერთებულ შტატებში 4 მატჩი ჩაატარეს.

მემფისი ამჯერად ჩინეთში ჩავა გუნდთან ერთად და ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება აზიის ამ ქვეყანაში: "ამერიკაში წინა ტურნეზე დიდი მხარდაჭერა გვქონდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ესოდენ დიდი იქნებოდა და ამდენი მხარდამჭერი გვეყოლებოდა მთელ მსოფლიოში. ამ კლუბს ყველგან დიდი გავლენა აქვს".

მემფისი ასევე ამბობს, რომ ფეხბურთელებს ძალიან სურთ დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ კარგად თამაში.

"ვფიქრობ, ორივე მატჩი რთული იქნება. რა თქმა უნდა, დერბი ჩვენთვისაც და გულშემატკივრებისთვის ბევრს ნიშნავს. ამ მატჩების მოგება მნიშვნელოვანია.

"სიტისთან" დიდი დაპირისპირება გვაქვს და როცა მატჩს ვიგებთ, ყოველთვის კარგი ატმოსფერო სუფევს. ვიცით, რომ იქ დიდი მხარდაჭერა გვექნება, ასე რომ, უნდა მოვიგოთ და თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში!

"დორტმუნდს" ძლიერი გუნდი ჰყავს და მისი დამარცხება რთული იქნება. სეზონის წინა პერიოდია, ასე რომ, ჩვენს სიმწვავეზე ვიმუშავებთ და თამაშზეც ასევე, ამას კი მოუთმენლად ველი. ვფიქრობ, აქ გამოჩნდება, რადმენად ძლიერი გუნდი გვყავს, ამის ცოდნა კი ყოველთვის კარგია".




წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: zurazura
5 ივლისი 2016 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
Sheni jeric movida midi aawioke yvela da yvelaperi
0
№12
ავტორი: ikeoni
5 ივლისი 2016 13:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Mous xelshi vnaxavt namdvil depais❤️
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
5 ივლისი 2016 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დეპაის ათამაშების იმედი გვაქ
0
№14
ავტორი: K1llsw1tch
5 ივლისი 2016 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
მგონია რომ მოუ უეჭველი აათამაშებს მემფისს
0
№15
ავტორი: reddevil12
5 ივლისი 2016 17:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
სადღა ყავს მემფის დორტმუნდს ძლიერი გუნდი გადაავლე სატრანსფერო სიახლეებს თვალი ხანდახან შენც... :D
0
№16
ავტორი: stepno
6 ივლისი 2016 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Imediaa kidee mkvdarii ar iqnebi es sezo ic:)))))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top