თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2016, 18:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2127,
კომენტარები: 12
მხითარიანის ტრანსფერი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება
ჰენრიხ მხითარიანი მალე "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.
მხითარიანის ტრანსფერი კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიოს მესამე შენაძენად კვირის ბოლომდე ჰენრიხ მხითარიანს აქცევს.

27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი დორტმუნდის "ბორუსიამ" ოფიციალურად დაადასტურა.

იმის ასახსნელად, თუ რატომ გადავა სომეხი "იუნაიტედის" რიგებში "ვესტსფალენშტაიონზე" გატარებული სამი წლის შემდეგ, "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ განაცხადა: "ამ ტრანსფერის განხორციელების გადაწყვეტილება ძალიან რთულად მივიღეთ, სანამ უნიკალური მოლაპარაკებებეს პროცესში ჩვენი თავი შემდეგ მდგომარეობაში არ აღმოვაჩინეთ: "მანჩესტერმა" არნახულად სულგრძელი წინადადება გაგვიკეთა.

ის რომ არ მიგვეღო, მაშინ ფეხბურთელი 2017 წელს უფასოდ დაგვტოვებდა. ჩვენ კი მხოლოდ ერთწლიან ფეხბურთელზე პასუხის გაცემა მოგვიხდა"


როგორც მოსალოდნელია, მხითარიანი მანჩესტერში მიმდინარე კვირაში ჩავა და კარინგტონზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც სამუშაო ნებართვის მიღება დასჭირდება და ტრანსფერის გაფორმების შემთხვევაში "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.

რაც შეეხება კლუბებს, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და "იუნაიტედში" ტრანსფერთან დაკავშირებით პრობლემებს არ ელიან.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Tsulo777
4 ივლისი 2016 22:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ციტატა: dachi_mu
ციტატა: Tsulo777
ამ სლეს 10ანზე დააყენებენ და რუნის ისევ ნახევარდაცვაში ჩააგდებენ ალბათ! მაურინიოც ვან გაალის და მოიესის გზას გაყვება, ასეთი სლეობები თუ კიდე გააგრძელა!

She kai kaco raga cuds fiqrob? Mxitariani tamashobs orive mxares vingerad 10-zec da centralur naxevarmcveladac :) gana marto 10-iania

პროსტა მაგრად ტეხავს მანჩესტერი, რო მხითარიანის დონის ფეხბურთელს ყიდულობს რა. ტიპები მატას უშვებენ და ამას ყიდულობენ და ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რო მაურინიოს არ ევასება მატა. და ჩემი აზრით ეგ არასწორია. ჯერ კლუბის ინტერები უნდა იყოს მთავარი და მერე კონკრეტული ადამიანების რა.
0
№12
ავტორი: leluk
5 ივლისი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
[quote=SANDROGRIGA]42 მილიონი რატო გადაიხადეს ფეხბურთელში რომელსაც 1 წელში კონტრაქტი ეწურებოდა am ძაან ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა აქ გუნდს თუ ყველა ამათ ატყუებს არ ვიცი[/quote
ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ტრანსფერში გადახილ თანხას თქვენი ჯიბიდან იღებენ. რატო ღელავთ ფულის მეტი რა აქვთ გლეიზერებს, რასაც აქამდე ფერგი შეღავათს უკეთებდა იქნება ეხლა მოუ მ დაახარჯინოს. მარსიალზეც ეგრე ლაპარაკობდნენ მარა უფრო მეტიც ღირს ეხლაა <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top