თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2016, 22:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3021,
კომენტარები: 18
ხუან მატა თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავა
ხუან მატა "იუნაიტედს" ტოვებს.
ხუან მატა თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავა
The Telegraph-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ხუან მატა "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს.

"იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მატა მეტისმეტად ნელ ფეხბურთელად მიაჩნია იმისათვის, რომ შემტევი როლი ანდოს.

გამოცემა კი იტყობინება, რომ ხუანის შესაძენად რამდენიმე გუნდი გაუწევს ერთმანეთს კონკურენციას.

გამომდინარე იქიდან, რომ რონალდ კუმანს "ევერტონში" 100 მლნ. ფუნტიანი სატრანსფერო ბიუჯეტი გამოუყვეს, საჭიროების შემთხვევაში "კანფეტები" შეთავაზებას გაზრდიან.

მატა კუმანის ხელმძღვანელობით "ვალენსიაში" 2007/08 წლებში თამაშობდა და როგორც მოსალოდნელია, ესპანელი თავის ყოფილ მწვრთნელს კიდევ ერთი თავისი ყოფილი მწვრთნელის დატოვების შემდეგ შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ გაყიდა მატა "ჩელსიში" მუშაობის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ზედიზედ ორ სეზონში.

წყარო: dailystar
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
4 ივლისი 2016 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ეს არ უნდა გვეყიდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!11
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№12
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2016 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magrad gamitydeba matas wasvla (((
0
№13
ავტორი: dybbuk
4 ივლისი 2016 02:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ატლეს მოუხდება მაგრად
0
№14
ავტორი: JuanMata
4 ივლისი 2016 02:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რეალურად მართლა ძაან ანელებს შეტევებს, ბურთის გორაობაში კარგია, მაგრამ მორინიო თუ სწრაფ შეტევებზე გააკეთებს აქცენტს, ჩემი აზრით მატა ვერ შეეწყობა.

ყველაზე კარგი ვარიანტი მატასთვის ესპანეთი იქნება ალბათ.
0
№15
ავტორი: Legend Sir Alex
4 ივლისი 2016 10:17
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მე პირადად არ მინდა, რომ მატამ დაგვტოვოს, მარა ალბათ მოუ ამას გაუშვებს, რაც შეეხება ევერტონში გადასვლას მე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავრჩები კმაყოფილი, თუ სანაცვლოდ ბარკლი გადმოვა ჩვენთან, ეგ ბიჭი მალე მსოფლიო დონეს ითამაშებს ძალიან მაგარია.
0
№16
ავტორი: U N I T E D
4 ივლისი 2016 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ჩემი აზრით არაა წამსვლელი
0
№17
ავტორი: Amazing Redman
4 ივლისი 2016 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
მე მაგრად მომწონს მატა და მას აქ ისეთი უნარები რაც ძლაინ ბევრ ფეხბურთელს არ გააჩნია. შარშან კაციშივილლი რო ვერიტანდა იუნაიტედიდან გოლს მარტო მატა იყო ისეთ მომენტში გამტან და ისეთ გოლებს იტანდა რომ გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მქონდა. ამ ყველაფერს რო ვერ დაინახავ და იტყვი უნდა წავიდესო რა უნდა ელაპარაკო ეხლა ეგეთ მოაზროვნე კაცს. ხითარიანს ბევრად მირჩევნია სომეხა მწოველას. გუნდიდან ვინც გასაშვებია ისენ გაუშვას იანგიდან, ფელაინი მოსაშორებელია სასწარაფოდ და როხოსაც გააჯმევინოს. ყველაზე მნეტად დღევანდელ იუნაიტედში ეგ 3 მოთამაშე არ ჯდება და მატას თავი დანებოს მოურინიომ ამოჩემება რო იცის მოთამაშეების.
0
№18
ავტორი: JuanMata
5 ივლისი 2016 16:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Amazing Redman
მე მაგრად მომწონს მატა და მას აქ ისეთი უნარები რაც ძლაინ ბევრ ფეხბურთელს არ გააჩნია. შარშან კაციშივილლი რო ვერიტანდა იუნაიტედიდან გოლს მარტო მატა იყო ისეთ მომენტში გამტან და ისეთ გოლებს იტანდა რომ გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მქონდა. ამ ყველაფერს რო ვერ დაინახავ და იტყვი უნდა წავიდესო რა უნდა ელაპარაკო ეხლა ეგეთ მოაზროვნე კაცს. ხითარიანს ბევრად მირჩევნია სომეხა მწოველას. გუნდიდან ვინც გასაშვებია ისენ გაუშვას იანგიდან, ფელაინი მოსაშორებელია სასწარაფოდ და როხოსაც გააჯმევინოს. ყველაზე მნეტად დღევანდელ იუნაიტედში ეგ 3 მოთამაშე არ ჯდება და მატას თავი დანებოს მოურინიომ ამოჩემება რო იცის მოთამაშეების.


ძაან მაგარი ფეხბურთლია, მაგრამ რეალურად ჩელსიში და ვალენსიაში ბევრად უკეთესი იყო, მხითარიანს იმიტომ ამჯობინებს, რომ ბევრად სწრაფია და კონტრშეტევებზე ბურთი კარგად მიაქვს.

მნიშვნელოვანი მომენტები მასე ბევრ ფეხბურთელს ჰქონდა, მათ შორის იანგსაც და ფელაინისაც, ბევრი თამაში მოგვაგებინა, ამ ორმა ფეხბურთელმა, რა ლოგიკით უნდა დარჩს მაშინ მატა და ის ორი წავიდეს?

მატა რომ ძალიან მომწონს სახელზეც მეტყობა, მაგრამ სეზონშ 5-6 თამაში გამონათება და დიდი ნაწილის ჩაგდება, ვერაა მთლად კარგი შედეგი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top