თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2016, 11:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2617,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" მექსიკელის შეძენას მიუახლოვდა
"წითელი ეშმაკები" მალე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებენ.
"პაჩუკას" ვიცე-პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მექსიკის ნაკრების ვინგერით, ჰირვინგ ლოსანოთი რამდენიმე კლუბი ინტერესდება და მათ შორის არის "მანჩესტერ იუნაიტედიც".

ESPN-მა აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედის" სკაუტები ფეხბურთელს ვერაკრუზში, ტორეონსა და გუადალახარაში აკვირდებოდნენ და მისი თამაშით მოხიბლულნი დარჩნენ.

ლოსანო "პაჩუკას" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, მისი სანაკრებო დებიუტი კი თებერვალში სენეგალთან მატჩში შედგა.

როცა მექსიკური კლუბის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეს ფასის მედიის წარმომადგენლებმა 20 წლის ფეხბურთელისადმი "იუნაიტედის" ინტერესის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა: "წინადადებები გაკეთდა. ჰირვინგ ლოსანოს მომავალზე დასაფიქრებელი დრო იქნება.

12 გუნდს 30 დღე ეძლევა სიტუაციის მოსაგვარებლად. ისინი აფასებენ, გამოსავალს ეძებენ, გეგმებს ადგენენ, მაგრამ მეტს ვერაფერს ამბობენ. ამ 12 გუნდს შორის სამი უკეთეს მდგომარეობაშია, მეტს ვერაფერს გეტყვით.

"პაჩუკა" წლების განმავლობაში ამყარებდა კარგ ურთიერთობას ინგლისურ, პორტუგალიურ, ესპანურ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ კლუბებთან. გარკვეული შეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელს ევროპაში გადასვლის უფლება აქვს".


წყარო: espn
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: U N I T E D
3 ივლისი 2016 16:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
მე მომწონს
0
№12
ავტორი: redarmy10
3 ივლისი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
კარგია. ვნახოთ თუგამოუვა რამე love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top