თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2016, 16:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2521,
კომენტარები: 12
ფონტე: "იუნაიტედმა" ბევრი დაკარგა"
ჟოზე ფონტე რენატუ სანჩეშზე საუბრობს.
ფონტე:
პორტუგალიელ მცველ ჟოზე ფონტეს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რენატუ სანჩეშის ხელიდან გაშვებით ბევრი დაკარგა.

სანჩეშმა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩში პოლონელების წინააღმდეგ გოლის გატანა მოახერხა და კარგი თამაში ჩაატარა, მოგვიანებით გაიტანა გოლი პენალტების სერიაში, რომელიც პორტუგალიელებმა 5-3 მოიგეს.

"ბენფიკას" ყოფილ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ "იუნაიტედის" სახელს, მაგრამ რენატუ მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა 35 მლნ. ფუნტად, რომელიც ბონუსების სახით შესაძლოა 80 მილიონამდე გაიზარდოს.

ფონტეს მიაჩნია, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ტრანსფერი განუხორციელებლობით ბევრი დაკარგეს.

"რამეთუ მე პრემიერ ლიგაში ვთამაშობ, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ნიჭი დაკარგეს.

კარგი ბავშვია, უფროსებს უსმენს, სწავლობს, რაც კარგია. გუნდში მისი ყოლა დიდებულია და ჩვენი ნაკრების მომავალი იქნება.

არავითარ შიშს არ გრძნობს. უბრალოდ არ აღელვებს. ყოველ წამს მიდის და ბურთს ითხოვს.

სანჩეშს აქვს ძალა და ენერგია იმისათვის, რომ მთელი დღე ირბინოს და ეს დიდებული უნარია. "ბაიერნს" გაუმართლა, რომ მისნაირი ფეხბურთელი შეიძინა",
- განაცხადა ფონტემ.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
1 ივლისი 2016 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კაი იქნებოდა ეყიდათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: U N I T E D
1 ივლისი 2016 23:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: DRJBECKHAM
ეგ კიარა ეხა გავიგე ბენ არფაზე , არ შეიძლებოდა ჩვენ წამოგვეყვანა? კაცი მარჯვენა ფლანგზე თამაშობს თან კარგი სეზონი ქონდა თან თავისუფალი აგენტი იყო

სამაგიეროდ, "ნიუკასლში" და "ჰალ სიტიში" იყო ვალენსია

მართალი ხარ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top