თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2016, 22:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2664,
კომენტარები: 13
დე ხეას ხუთი წელი
დავიდ დე ხეა ხუთი წლის წინ "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა.
დე ხეას ხუთი წელი
ხუთი წლის წინ ზუსტად ამ დღეს (29 ივნისს) "მანჩესტერ იუნაიტედმა" დავიდ დე ხეას შეძენის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მას შემდეგ ესპანელი მეკარე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერად იქცა.

ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე დე ხეამ მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე იკერ კასილიასი ჩაანაცვლა ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯის პოზიციაზე და თავისი გუნდის რიგებში უდავოდ საუკეთესო იყო იტალიასთან მატჩში, რომელიც ესპანელებმა 2:0 წააგეს.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე ნაჩვენები წარმატებული თამაში მხოლოდ მცირედი ნაწილია იმისა, რასაც დავიდი "იუნაიტედის" რიგებში აკეთებს, ამის დასტურად კი გამოდგება სერ მეტ ბასბის სახელობის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, რომელიც დე ხეამ ზედიზედ სამჯერ 2014, 2015 და 2016 წლებში მიიღო. მანამდე სხვა არც ერთ "წითელ ეშმაკს" არ გაუკეთებია მსგავსი რამ.

დე ხეამ მადრიდის "ატლეტიკოდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ მიცემულ პირველ ინტერვიუში განაცხადა: "ძალიან ვამაყობ და მოუთმენლად ველი აქ თამაშს.

როცა ისეთი დიდი კლუბი გიწვევს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ძალიან, ძალიან ბედნიერი ხდები. მათი ინტერესი ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო უფრო მეტი შრომისა და ჩემი შესაძლებლობების დასამტკიცებლად.

დიდი პრივილეგიაა "იუნაიტედის" მსგავსი კლუბის ნაწილად ყოფნა და მსურს ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, რათა ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია".


დე ხეას დებიუტი 2011 წელს "უემბლიზე" ქომუნითი შილდის მატჩში შედგა, რომელსაც "იუნაიტედი" მეზობელ "მანჩესტერ სიტისთან" 2-0 აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 3-2 მოიგო. ამის შემდეგ დავიდი პრემიერ ლიგისა (2013) და ინგლისის თასის (2016) ოქროს მედლების მფლობელიც გახდა.

25 წლის მეკარე მხოლოდ ხუთი სეზონია "ოლდ ტრაფორდზე" იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში მან 80-ჯერ შეინახა კარი მშრალად, რაც კლუბის ისტორიაში მეშვიდე საუკეთესო შედეგია. "იუნაიტედის" გულშემატკივარი არაერთხელ დამტკბარა მისი ზღაპრული სეივებით, რომელთა ნაწილის ხილვა ვიდეოკლიპშიც შეგიძლიათ.

დე ხეას კარიერა "იუნაიტედში" - სტატისტიკა

მატჩები

პრემიერ ლიგა - 165
ჩემპიონთა ლიგა - 27
ინგლისის თასი - 17
ლიგის თასი - 7
ევროპის ლიგა - 6
ქომუნითი შილდი - 2
ჯამში: 224

მშრალი მატჩები: 80

დებიუტი: 07/08/2011 - "იუნაიტედი" 3-2 "სიტი" (ქომუნითი შილდი)
50-ე მატჩი: 07/11/2012 - ბრაგა 1-3 "იუნაიტედი" (ჩემპიონთა ლიგა)
მე-100 მატჩი: 01/12/2013 - "ტოტენჰემი" 2-2 "იუნაიტედი" (პრემიერ ლიგა)
150-ე მატჩი: 20/12/2014 - "ასტონ ვილა" 1-1 "იუნაიტედი" (პრემიერ ლიგა)
მე-200: 12/01/2016 - "ნიუკასლი" 3-3 "იუნაიტედი" (პრემიერ ლიგა)

ვიდეოები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
30 ივნისი 2016 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Tavidan gauchirda, sxvanairad arc sheudzleba yopiliyo mara dzlieri yopila datucha fsiqologiurad da gadautana :)
0
№12
ავტორი: GeorgeBest
30 ივნისი 2016 10:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფერგის ერთ-ერთი გამორჩეული შენაძენი
0
№13
ავტორი: gaga1987
2 აგვისტო 2016 18:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დათოია მაგარი ხარ მაგარიიიიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top