თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2013, 14:26
ავტორი: love united,
ნანახია: 4315,
კომენტარები: 48
ინგლისური დერბი
დიდი ინგლისური დერბი, ანუ მანჩესტერ ”იუნაიტედი”-ლივერპული...
ინგლისური დერბი
დერბი, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, არის უძველესი ინგლისში.ფეხბურთელები იცვლებიან კალეიდოსკოპის სიჩქარით, მწვრთნელებიც, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც ცვლიან ერთმანეთს, ასევე იცვლებიან ტურნირები, რომლებშიც გუნდები მონაწილეობენ.ეს დერბი კი არ იცვლება, არამედ უფრო იზრდება და იქნება ყოველთვის, მას ვერ შეცვლის შემოსული თუ გასული მილიონები, რადგან ამ ორ ქალაქს შორის მტრობა სამუდამოა.

ინგლისური დერბი


ჩრდილოეთ ინგლისი-ფეხბურთის სამშობლო.სწორედ ამ რეგიონის კლუბებს შორის ტარდებოდა პირველი ჩემპიონატები.აქ ჩამოიტანეს პირველი ინგლისის ჩემპიონობა.აქ სიტყვა ”ფეხბურთის” მნიშვნელობა არა ჰობი, არამედ პროფესიაა.აქ გაჩნდა სიტყვები ”ლეგიონერი” და ”ნაკრები”.მხოლოდ ფეხბურთის მოდაში შემოსვლის შემდეგ დაიწყეს მისი თამაში ლონდონში და მთლიანად, დასავლეთში.შესაბამისად, ელიტაში ახალი გუნდები გამოჩნდენ ლონდონიდან, პორტსმუტიდან, ბრისტოლიდან...სამხრეთელებმა მოიგეს ქვეყნის ჩემპიონობა 77-ჯერ 113 შესაძლებლობიდან.აქაური კლუბები იყვნენ წარმატებულნი საერთაშორისო არენაზეც.

აქ ფეხბურთი მეტია ვიდრე სპორტი.ეს ცხოვრების სტილია.ჩრდილოეთში ყველაფერი მასზეა აწყობილი.ინგლისელს არ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე.ეს მისთვის გასართობი კი არა, არამედ ცხოვრების მთავარი აზრია.არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ დივიზიონში გამოდის მისი გუნდი.როდესაც ახალი კლუბი რეგისტრირდება, მათ გულშემატკივარს უჩნდება ახალი კუმირი, მონდომება წარმატებული გუნდის ფანობისა და ამიტომ ბოლომდე უდგანან ფეხბურთელებს გვერდში.

კლუბების ურთიერთობა


ასეთი კალიბრის ფეხბურთის ფლაგმანები რასაკვირველია, მანჩესტერი და ლივერპული ითვლებიან.ორი უდიდესი ქალაქი ჩრდილოეთ ინგლისში.მათი დაპირისპირება ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაიწყო.საბაბი კი არაერთი ჰქონდათ.ამ ქალაქის კლუბები მალევე გამოჩნდნენ ასპარეზზე და მე-19 საუკუნიდან იწყება მათი მეტოქეობა.ყოველ მოგებულ თასს მეორე ქალაქის მცხოვრებნი ზიზღით შეჰყურებდნენ.ასეთი ურთიერთობით მალე ”მერსისაიდელების” და ”ეშმაკუნების” დაპირისპირება უდიდეს დერბიში გადაიზარდა.

ინგლისური დერბი


კლუბებს შორის დიდი ზიზღი ჩამოყალიბდა.ისეთივე, როგორიც ”ბარსასა” და ”რეალს” შორისაა.მათ შორის არ არის სიყვარული, პირიქით არცერთი მხარე არ ჩამორჩება მეორეს შეურაწყოფის მიყენებაში.მაგრამ ადამიანური ფაქტორი მეტოქეებს მაინც აქვთ.ამის ნათელი მაგალითი იყო, როდესაც კენი დალგლიშმა განაცხადა, ჰილსბროს ტრაგედიის შემდეგ პირველი ფერგიუსონი შემეხმიანა და დახმარება შემომთავაზაო.ხოლო სიმღერები მიუნხენზე და ”96 არ იყო საკმარისი” პოლიციას დავუტოვოთ.

ინგლისური დერბი


ცეცხლზე ნავთის დასხმა


ამ კატეგორიაში წესით ფეხბურთელები უნდა ყოფილიყვნენ.მაგრამ ლივერპულისა და ”იუნაიტედის” შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, თუ რა შორს უჭირავთ გუნდებს ერთმანეთისგან თავი.ბოლო ტრანსფერი მათ შორის იყო...1968 წელს.ფილ ჩიზნელი იქნა ნაყიდი ”ეშმაკებისგან” 25 ათას ფუნტად და ლივერპულისთვის ეს ტრანსფერი სრული კრახით დასრულდა.ამის შემდეგ ორი კლუბი არ აქცევს ყურადღებას მეტოქე გუნდის ფეხბურთელის შეძენას, რადგან ეს შემთხვევა ძალიან წარმუატებლად დასრულდა.ასევე წარუმატებელი იყო ისეთი ტრანსფერები, როდესაც ფეხბურთელი შეძენილ იქნა სხვა კლუბიდან, მაგრამ მანამდე ეთამაშა ლივერპულში ან მანჩესტერში.ასეთები იყო პოლ ინსი, მაიკლ ოუენი და პიტერ ბირდსლი.თავის დროზე, ბენიტესს სურდა ”ოლდ ტრაფორდელი” გაბრიელ ჰაინცეს ყიდვა, მაგრამ არგენტინელმა ”რეალს” მიაშურა.

ინგლისური დერბი


განსაკუთრებული ბრძოლა ამ ორ კლუბს შორის ტიტულებზეა რაც გასაკვირი არ არის.ფერგიუსონმა დიდი ხნის წინ ლეგენდარული ფრაზა თქვა:”ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა წყეული ლივერპულის დამხობა”.იმ დროისთვის ლივერპულის ფანები ამას ვერც წარმოიდგენდნენ, რადგან თასებით განებივრებულნი იყვნენ.სერ ალექსმა არაერთელ დაამტკიცა, რომ სწორედ ”მერსისაიდელები” არიან მისი უმთავრესი კონკურენტები.მან ყოველთვის იცოდა, თუ რა მნიშნველოვანია დერბიში გამარჯვება.არავის დაავიწყდება, როდესაც მან ინგლისის თასის ნახევარფინალში ”სიტის” ძირითადი შემადგენლობით მოუგო, ფინალში კი დუბლები ათამაშა.

დერბის ლეგენდები


ფეხბურთელები, რომლებმაც დერბიში თავი გამოიჩინეს ძალიან ბევრი არიან.ასე რომ, ყველას დაწერა ფიზიკურად შეუძლებელია.რათქმაუნდა, 21 საუკუნეში ძალიან ბევრი ვარსკვლავი ყავდა ამ მატჩებს.

ინგლისური დერბი


ლივერპულის ძველი შემადგენლობიდან დერბის განსაკუთრებულად კარგად ატარებნდენ მაიკლ ოუენი და იონ-არნე რიისე.ასევე ძალიან კარგად თამაშობდა ჯეიმი კარაგერი.იგი იყო ფრთხილი, ამავდროულად ძალიან სახიფათო ”იუნაიტედისთვის”.

ჩვენი დროისთვის ასეთები არიან დირკ კიუიტი, რომელიც იკლებდა თავის ფლანგს ყოველ დერბიში.ერთხელ თავი ჰეთ-რკითაც გამოიჩინა.ასევე ლუის სუარესი, რომელიც ყოველთვის უქმინს პრობლემას ”იუნაიტედის” დაცვას, განურჩევლად მისი ფორმისა.სტივენ ჯერარდზე კი ლაპარაკი ზედმეტია.სტივენის თამაშით დერბიში თქვენ შეგიძლია დატკბეთ, თუ რათქმაუნდა მანჩეტსერის ფანი არ ხარ.სიჩქარეები, გადაცემები, ჯარიმები-ყოველთვის გამორჩეული აქვს სტივიჯის.

ინგლისური დერბი


ასევე არ უნდა დავივიწყოთ რაიან გიგზი.მისი თამაში დერბიში არასდროს შეცვლილა ასაკის მიუხედავად.უელსელს ეკუთვნის რეკორდი ჩატარებული მატჩების მიხედვით ლივერპულის წინააღმდეგ-მან მონაწილეობა 43 თამაშში მიიღო.დიმიტარ ბერბატოვი, რომელსაც აკრიტიკებდნენ ტოპ თამაშების ჩაგდების გამო, ერთიანად მოაკეტინა კრიტიკოსებს, გაიტანა რა ჰეთ-რიკი.ცოტა ადრე კი კანტონა თამაშობდა თავდაუზოგავად მერსისაიდული კლუბის წინააღმდეგ.

ინგლისური დერბი


ტოპ-5 დერბი


შეიძლება ამ ორ კლუბს შორის მეტიც იყოს ასეთი, მაგრამ მხოლოდ ხუთეულით შემოვიფარგლები.

1893/1894 სეზონი, ლივერპული-მანჩესტერი(ნიუტონ ჰიტი) 2-0

ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა.ეს ის დროა, როდესაც მანჩესტერი ელიტის ჩემპიონატში ასპარეზობდა.ორი სეზონი ზედიზედ ბოლო ადგილზე გადიოდა ნიუტონის გუნდი.ასე რომ, მათ მოუწიათ გადათამაშების შეხვედრის ჩატარება.მისი მეტოქე მეორელიგელი ლივერპული იყო.”ჰიტი” დამარცხდა 0:2.ამის შემდეგ ისინი დაქვეითდნენ მეორე ლიგაში და აქედან დაიწყო მტრობა მანჩესტერელებსა და ლივერპულელებს შორის.

1963/64 სეზონი, ლივერპული-მანჩსტერი 3-0

ინგლისური დერბი


პირველი მასშტაბური მიღწევა ბილი შენკლისა.იგი კლუბში 1957 წელს მოვიდა, როდესაც ლივერპული დაბალ ლიგებში ”ცოდვილობდა” და მალევე კლუბი ინგლისში საუკეთესოდ აქცია.შენკლის ხელმძღვანელობით ლივერპული ყოველ წელს უკეთ თამაშობდა.მათ ჩემპიონობა ბასბის ჩვილებთან გამარჯვების შედეგად მოიპოვეს.

ინგლისური დერბი


1976/77 სეზონი , მანჩესტერი-ლივერპული 2-1

”15 მაისს ”წითლებმა” დაასრულეს ჩემპიონატი, 21 ჰქონდათ თასის ფინალი, ხოლო ოთხი დღის შემდეგ უნდა ეთამაშათ ”ბორუსიასთან” ”კეჩ”-ის ფინალში.იმ დროისთვის ”იუნაიტედი” იმ დროისთვის ცუდ ფორმაში იყო და თასებს კარგა ვერ იგებდა.იმ თამაშში ლივერპულმა ახალგაზრდა ბიჭებით ითამაშა და მარცხიც, რათქმაუნდა გასაკვირი არ იყო.

ინგლისური დერბი


ლივერპულის მთავარ ძალას, იან კეპლაგანს, ესაჭიროებოდა დასვენება.ეს მატჩი არ იყო მნიშვნელოვანი ”მერსისაიდელებისთვის” და ვისაც უფრო სჭირდებოდა მათ მოიგეს.”იუნაიტედის” ფეხბურთელებისთვის ეს მოგება კარიერაში უმთავრესი იყო.



1995/96 სეზონი, მანჩესტერი-ლივერპული 1-0

ინგლისური დერბი


სიმბოლო ”სპეის ბოისის” ეპოქიდან.იმ დროისთვის თამაშობდნენ მაკმანამანი, რედნაპი და მათი კომპანია.უემბლიზე მათ წინააღმდეგ გამოვიდა ალექს ფერგიუსონის ბიჭები.შედეგი წარმოუდგენელი იყო-”წითელმა ეშმკებმა” შეძლეს ფავორიტის დამარცხება.მანჩესტერი ლიდერის გარეშე თამაშობდა-ევანსს ტრავმა აწუხებდა.ერთადერთი გოლი გაიტანა ერიკ კანტონამ- ადამიანმა, რომელმცა საუკეთესოდ იცოდა, თუ როგორ ეთამაშა ლამაზი ფეხბურთი.

ინგლისური დერბი


2008/09 სეზონი, მანჩესტერი-ლივერპული 1-4

ბენიტესს უკვე მოგებული ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა.ამის მიუხედავად, მანჩესტერი უდავო ფავორიტი იყო ამ დაპირისპირებაში.ალონსომ, ჯერარდმა, ტორესმა და კომპანიამ უფრო მოინდომეს და შეძლეს ”წითელი ეშმაკების” დამარცხება გამანადგურებელი ანგარიშით.”მერსისაიდელებს” ხელი ვერც რონალდოს სწრაფმა გოლმა შეუშალა.ლივერპულელი ფეხბურთელები ბოლომდე იბრძოდნენ და საბოლოოს, მიზანს მიაღწიეს.

სტატიები
48 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
12 იანვარი 2013 22:43
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
საღოლ გიუშ კარგი ხარრ როგორც ყოველთვისს)))
0
№12
ავტორი: Tsuki
12 იანვარი 2013 22:45
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
love united

საღოლ ამაზე მეუბნებოდი ჩემხელა სტატიას ვწერო?? :) საღოლ კაია :)
0
№13
ავტორი: Malboro463
12 იანვარი 2013 22:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ციტატა: love united
რავი მე რაღაც არ მახსოვს მაგრამ არაუშავს..

Malboro463 ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებოდით wink
0
№14
ავტორი: love united
12 იანვარი 2013 22:52
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Middlesbro
არა უეჭველი გეშლები...მანჩესტერის ფანებიდან მარტო 1ს ვეკონტაქტებოდი... wink
Tsuki
ხო ამაზე ვამბობდი...
0
№15
ავტორი: Hernandez
12 იანვარი 2013 23:12
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
საღოლ ავტორ კაია ხვალ ჩვენი დღეა
0
№16
ავტორი: Zizou
12 იანვარი 2013 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
უხხ ბოლო ვიდეო.... areyoukiddingme
0
№17
ავტორი: Vodafone
12 იანვარი 2013 23:41
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ.
სტატიას ვაგზავნი და ერორს რატომ მიგდებს ვინმემ ხო არ იცით, არადა დიდი სტატიაა
0
№18
ავტორი: Malboro463
12 იანვარი 2013 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
love united,
არა არ მეშლები wink
0
№19
ავტორი: love united
13 იანვარი 2013 00:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Middlesbro
კაი თუ არ გეშლები მაგრამ არ მახსოვხარ და უეჭველი ვიცი რომ არ მყავხარ სკიპში... wink
0
№20
ავტორი: Hernandez
13 იანვარი 2013 00:17
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ციტატა: Vodafone
სტატიას ვაგზავნი და ერორს რატომ მიგდებს ვინმემ ხო არ იცით, არადა დიდი სტატიაა

სურათი შეცვალე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top