თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2349,
კომენტარები: 14
შმეიხელი: "რუნი "იუნაიტედის" სქოულზი იქნება"
პეტერ შმეიხელი კაპიტანს აქებს.
შმეიხელი:
ჟოზე მოურინიო ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარდაცვაში ბევრი ცვლილების განხორციელებას აპირებს, მაგრამ პეტერ შმეიხელს მიაჩნია, რომ პოლ სქოულზის შემცვლელი გუნდს უეინ რუნის სახით უკვე ჰყავს.

ინგლისის ნაკრების კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ნახევარდაცვაში ასპარეზობდა და ისლანდიასთან მატჩში ერთი გოლიც გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ გუნდი მომდევნო ეტაპზე გასულიყო.

რაც შეეხება "იუნაიტედს", რუნი "ოლდ ტრაფორდზეც" ითავსებდა ნახევარმცველის როლს ლუი ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდში, მომდევნო სეზონიდან კი თავად ფეხბურთელიც ამ პოზიციაზე ხედავს თავის თავს.

რუნისა და მწვრთნელების ამ გადაწყვეტილებას იწონებს "იუნაიტედის" ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი.

"მომწონს რუნი ნახევარდაცვაში. ეს ბევრჯერ მითქვამს. იმდენად განსხვავებულია, რომ მას შეეძლო ინგლისის წარმატებასა და წარუმატებლობას შორის შუალედი ყოფილიყო.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვთქვი, რომ ერთ დღეს ნახევარდაცვაში ითამაშებდა და ყველაზე სასაცილო ამაში ის არის, რომ ხალხმა "თვითერზე" ირონიული რეაქცია გამოავლინა: "რა ჯანდაბას ამბობთ?"

მაგრამ რუნის შეუძლია იმავე როლის შეთავსება, რასაც პოლ სქოულზი აკეთებდა. უეინი სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ბურთს შესანიშნავად ეპყრობა, თამაშს იდეალურად ხედავს, მატჩს წარმართავს და თანაგუნდელებს ისე ამჩნევს, როგორც არავინ",
- განაცხადა დანიელმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
28 ივნისი 2016 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Marto runi verafers izamda
0
№12
ავტორი: K1llsw1tch
28 ივნისი 2016 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
დაეტიოს წინ გუშინ ისლანდიასთან თამაშში პენლის გატანის გარდა საერთოდ არაფერი გამოუვიდა ადამიანი გოლის გატანის ალღოთია დაბადებული რა უნდა შუაში ბუბლიკ ხო იცის ყველამ რომ სქოულზის დონეს ნახერდაცვაში ვერასდროს მიაღწევს ასეთი უნდა დაიბადო, ასეთ კლასს უბრალოდ ვერ შეიძენ
0
№13
ავტორი: manfan
29 ივნისი 2016 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 34
სქოულზამდე რუნის სამი სიცოცხლეც არ ეყოფა ( ნახევარდაცვის ამპლუას ვგულისხმობ ) ...
0
№14
ავტორი: stepno
29 ივნისი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვნახოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top