თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2016, 10:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2543,
კომენტარები: 13
ტაჰიტ ჩონგი: "რატომ გადავედი "იუნაიტედში"
ჰოლანდიელი ახალგაზრდა თავისი არჩევანის მიზეზებზე საუბრობს.
ტაჰიტ ჩონგი:
ტაჰიტ ჩონგმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში თამაშის შესაძლებლობამ მის არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა.

16 წლის ვინგერი როტერდამის "ფეიენოორდიდან" მანჩესტერში მომდევნო თვეში გადავა. ჩონგი ერთ-ერთია იმ მრავალ ახალგაზრდას შორის, რომლებიც "იუნაიტედის" აკადემიაში წელს გადავიდნენ.

"მანჩესტერში A1 აკადემიაში დავიწყებ და ხანდახან 21-წლამდელთა გუნდშიც ვითამაშებ. იქ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი და კლუბით მართლაც მოვიხიბლე. "იუნაიტედს" ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი პირობები აქვს შექმნილი და ახლა ჩემზეა დამოკიდებული მომდევნო ნაბიჯის გადადგმა. ჩემი მშობლები ინგლისში ჩავლენ, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჩონგმა.

ტაჰიტს "ფეიენოორდში" დარჩენა სურდა, მაგრამ "იუნაიტედის" ენთუზიაზმმა მოხიბლა.

"კონტრაქტზე საუბრები მიმდინარეობდა. "ფეიენოორდში" დიდი ხნით დარჩენას ვისურვებდი, რადგან ეს ჩემი კლუბია.

მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, მე კი უფრო მეტს ველოდი. მხოლოდ ამის შემდეგ წავედი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებაზე და ეს ვარიანტი ავირჩიე.

ბევრს ეგონა, რომ ასე ფულის გამო მოვიქეცი, მაგრამ ფულის ქურდი არ ვარ. მე სპორტული თავგადასავალი ავირჩიე და ახლა წინ ვიხედები".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
28 ივნისი 2016 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ამის ეროვნება ვინმემ თუ ამოხსნა ნეტა ეგაა საინტერესო
0
№12
ავტორი: The Special One
29 ივნისი 2016 00:25
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ფელას ძმაკაცი გამოუჩნდება :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№13
ავტორი: stepno
29 ივნისი 2016 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რას გავს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top