თბილისი:
მანჩესტერი:
27-06-2016, 08:00
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 3084,
კომენტარები: 11
ბორტვიკ-ჯექსონს შანსის გამოყენება სურს
ახალგაზრდა მცველი მოურინიოს შთაბეჭდილების მოხდენას ეცდება.
ბორტვიკ-ჯექსონს შანსის გამოყენება სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველს კამერონ ბორტვიკ-ჯექსონს სურს, შთაბეჭდილება მოახდინოს ჟოზე მოურინიოზე.

"იუნაიტედი" წლევანდელ ტურნეს ჩინეთში გამართავს და ახალგაზრდა მცველს წინასასეზონო შანსი გამოყენება და "წითლების" ახალ მთავარ მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს.

19 წლის მარცხენა მცველმა გასულ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი ნოემბერში "ვესტ ბრმოვიჩთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში შედგა. ამის შემდეგ ჯექსონი რეზერვისტთა წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ დასაწყისია.

კლუბის ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში ჯექსონმა განაცხადა: "მე დებიუტი მქონდა პირველ გუნდში და იმედი მაქვს, უფრო განვვითარდები. უნდა დავუმტკიცო ახალ მწვრთნელს, რომ შეუძლია, ჩემი იმედი ჰქონდეს, ამისთვის ტურნე შესანიშნავი შესაძლებლობაა.

"ჩემმა დებიუტმა, პირველ გუნდში ფანტასტიკური გამოცდილება შემმატა. "მანჩესტერ იუნაიტედი" არის კლუბი, რომელშიც ყოველთვის აფასებენ შრომას და ერთგულებას. მე უნდა გავაგრძელო მუშაობა და უნდა გავხდე უკეთესი."

ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
27 ივნისი 2016 19:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Raviccii aramginiaa gaqachoss dinozavrma
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top