თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2016, 16:00
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 2721,
კომენტარები: 20
კუმანს შნეიდერლინის დაბრუნება სურს
"ევერტონი" შნეიდერლინით ინტერესდება.
კუმანს შნეიდერლინის დაბრუნება სურს
რონალდ კუმანს "ევერტონში" თავისი ყოფილი შეგირდის, მორგან შნეიდერლინის გადაბირება სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ჰოლანდიელის სპეციალისტის სატრანსფერო სამიზნეთა სიის სათავეში მოექცა და სწორედ მისი დახმარებით ცდილობს კუმანი "გუდისონ პარკზე" ახალი ეპოქის დაწყებას.

კუმანი "ევერტონში" მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რამეთუ 35 წლის გარეთ ბერი უკვე კარიერის დასასრულშია, ხოლო მუჰამედ ბეშიჩი, ჯეიმს მაკკარტი და ტომ ქლევერლი საჭირო დონეზე ვერ თამაშობენ.

კუმანის აზრით, შნეიდერლინი გაცილებით დიდ დახმარებას გაუწევს დაცვის ხაზის ოთხეულს, რაც გასულ სეზონში "კანფეტებისთვის" დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ფრანგი ნახევარმცველი და ჰოლანდიელი მწვრთნელი ერთად "საუთჰემპტონში" ერთი სეზონის განმავლობაში მუშაობდნენ და ორივე კარგად იცნობს ერთმანეთის შესაძლებლობებს. სწორედ "სენტ მერიდან" შეიძინა ლუი ვან გაალმა შნეიდერლინი, მიუხედავად იმისა, რომ "წმინდანებს" მისი გაყიდვა არ სურდათ.

თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ მორგანი ნამდვილად არ ითვლებოდა ლუი ვან გაალის პირველ არჩევნად და მისი მომავალი არც ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობისას იქნება სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის გარანტიით მოცული. მოურინიო ნახევარდაცვაში თავისი ყოფილი შეგირდის, ნემანია მატიჩის დამატებას აპირებს.

გარდა ამისა, გუნდის შემადგენლობაში არიან მაიკლ კერიკი და ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელთაგან პირველმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, ხოლო მეორემ ტრავმა მოირჩინა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: მარსიალი
26 ივნისი 2016 17:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
აუ სანია რა ცენზურაა ლაკაზეტი რატო არ წაიყვანა ამ ჩემისამ ან რა ვ ალბუენას გადააყოლა ბენზემა derpwhy yuno

ჰენდრიკს ვაგინოთ ეგეთ ცენზურას სუ უნდა აუკრძალო თამაში ბუბლიკ ჯერ რამხელა დრო გაიყვანა ეხლაც რა ლივერპულის ცენზურასავით იქცეოდა rage
0
№12
ავტორი: nikala2000
26 ივნისი 2016 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ყველაზე მეტად ამის ტრანსფერი გამიხარდა ამ ზაფხულს არადა
0
№13
ავტორი: nika1997
26 ივნისი 2016 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ციტატა: beckham7
გაჩუქებთ..

რას აჩუქებ რას ამის თამაშებს აქ მოსვლამდე არ გიყურებია?კაცს უმაგლეს დონეზე შეუძლია თამაში
0
№14
ავტორი: gela-manchesteri
26 ივნისი 2016 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
შეფუთული გაჩუქო ტუ ისე
0
№15
ავტორი: hemi
26 ივნისი 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეეეჰ რა ასე მარტივად რო წყვეტთ ხალხო და გაჩუქებთო ვერ გიცვნიათ ფეხბურთელი. ლუის ხელში ყველა დაცენზურავებული იყო და ერთი სეზონი ამას კი სრა ლინგარდი გვყავს აგერ რამდენი ხანია 24 ის არი

მაგასაც არ ვაჩუქებ არავი
0
№16
ავტორი: LASHQARA
26 ივნისი 2016 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მევასება ეს ბიჭიი უბრალოდ ვან გაალის დროს თავი ვერ წარმოაჩინა ეგრე მარსიალის რეშფორდის და დე ხეას გარდა ყველა გასაშვებიაა თუ წინა სეზონით ვიმსჯელებთ wink am
0
№17
ავტორი: SAF
26 ივნისი 2016 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
მოუ ამას არ გაუშვებს ..... ამ ამპლუის 1-2 კაცს კიდე მოიყვანს პლიუს....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№18
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივნისი 2016 21:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ უნდა გაუშვან
0
№19
ავტორი: stepno
26 ივნისი 2016 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაი რაა წავიდესს ესს მერე მაგას რა ჯობია
0
№20
ავტორი: U N I T E D
27 ივნისი 2016 13:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: stepno
კაი რაა წავიდესს ესს მერე მაგას რა ჯობია

რატო უნდა წავიდეეეს angry
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top