თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2633,
კომენტარები: 12
ფელიპე ანდერსონმა ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა სატრანსფერო სამიზნემ "იუნაიტედის" მხრიდან მისდამი ინტერესზე ისაუბრა.
ფელიპე ანდერსონმა ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
ფელიპე ანდერსონმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში".

"იუნაიტედმა" 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე ანდერსონის შეძენა სცადა, მაგრამ კლუბი მზად არ აღმოჩნდა "ლაციოს" მიერ მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილებისა და 20 მლნ. ფუნტზე მეტის გადახდისთვის. ამის ნაცვლად "იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ენტონი მარსიალი შეიძინა.

"არ ვიცი რატომ არ გამოვიდა. მაგრამ მშვიდად ვარ, წინ ხანგრძლივი კონტრაქტი მაქვს. კლუბთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს და როცა ისეთ შემოთავაზებას მივიღებ, რომელიც კარგი იქნება ჩემთვის, განსაკუთრებით კი კლუბისთვის, წავალ", - განაცხადა ბრაზილიელმა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია იტყობინებოდა, თითქოს "იუნაიტედი" კვლავ დაუკავშირდა "ლაციოს" ფეხბურთელის ხელმისაწვდომობის შესახებ, "წითლებს" ინტერესი აღარ გამოუვლენიათ და არც ჟოზე მოურინიო აპირებს 23 წლის ფეხბურთელის შეძენას.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
26 ივნისი 2016 12:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაია არადა
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბევრი იწერებოდა არადა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top