თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 16:32
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2160,
კომენტარები: 14
რუნი: "მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ"
უეინ რუნი როი ჰოჯსონზე საუბრობს.
რუნი:
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა, უეინ რუნიმ სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ (0:0) მატჩის შემდეგ, კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეულ როი ჰოჯსონს მხარი დაუჭირა.

ჰოჯსონმა მატჩის დაწყებამდე სათადარიგოთა სკამზე ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშე დასვა, რის გამოც პუბლიკამ იგი გააკრიტიკა.

"ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვსურს ჩვენი მოთამაშეები პლეი-ოფს მწყობრში შეხვდნენ, ამ გადაწყვეტილებას უნდა დავეთანხმოთ. მიუხედავად იმისა, ვთამაშობ თუ ვისვენებ, როი ჰოჯსონის აზრსა და ყველა ქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, ყველა მოთამაშეს თამაში სურს, თუმცა რაც შემეხება მე, ორშაბათს მოედანზე სრულიად დასვენებული გამოვალ.

ეს ყველა ფეხბურთელისთვის ენერგიის შენახვის გენიალური შანსია. ვფიქრობ, მომდევნო ეტაპზე ეს ჩვენი ძალიან დიდი პლუსი იქნება.

მისთვის ეს რთული გადასაწყვეტი იყო, მაგრამ მან ექვსი მოთამაშე სკამზე დასვა. მე მხარს ვუჭერ მწვრთნელს და მის ყოველ გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემ.

ამ ტურნირმა უკვე არაერთი სიურპრიზი წარმოგვიდგინა. თუ ჩვენ წავალთ წინ, არაერთ ძლიერ გუნდთან თამაში მოგვიწევს. თუმცა, ახლა ისლანდიაზე კონცენტრაცია გვმართებს. ამჟამად სატურნირო ბადეში ვიმყოფებით, მომდევნო ეტაპზე კი გუნდები უფრო მჭიდროდ შეისწავლიან ერთმანეთს,"
-განაცხადა ინგლისელმა

წყარო: Manutd One
ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: mate12
24 ივნისი 2016 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
პოგბას და ვერატის დედაც როცა რუნია :D ცალპეხა რუნი მირჩევნია ორივეს
0
№12
ავტორი: shotkin
25 ივნისი 2016 00:41
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: mate12
პოგბას და ვერატის დედაც როცა რუნია :D ცალპეხა რუნი მირჩევნია ორივეს

:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD კაი ცალფეხა რუნი ჯობია პოგბას ოკ ))))))))))))))))))) ძაან გამეცინა
0
№13
ავტორი: mate12
25 ივნისი 2016 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
მირჩევნიათქო :D
0
№14
ავტორი: stepno
25 ივნისი 2016 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Midiii uennn
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top