თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2490,
კომენტარები: 12
მანჩესტერული კლუბები ბრაზილიელისთვის ერთმანეთს შეეცილებიან
"პალმეირასის" ფეხბურთელი მანჩესტერელი მეზობლების სამიზნეა.
მანჩესტერული კლუბები ბრაზილიელისთვის ერთმანეთს შეეცილებიან
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ერთმანეთს ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის შეეცილებიან.

გამოცემა O Estadio de Sao Paulo ამტკიცებს, რომ "წითლებმა" "პალმეირასის" ნიჭიერი ფეხბურთელის, გაბრიელ ჟეზუსის თაობაზე 15 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება უკვე გააკეთეს.

One World Sports-ი კი იტყობინება, რომ "სიტი" ფეხბურთელში 17.6 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს. ორივე კლუბს კონკურენციას "ბარსელონა" და "იუვენტუსი" გაუწევენ.

მედიის ორივე წარმომადგენლის ინფორმაცია დაუდასტურებელია, მაგრამ ფაქტია, რომ 19 წლის შემტევი წარმოუდგენელ პროგრესს აჩვენებს თავის სამშობლოში.

ჟეზუსს ბრაზილიის ახალი თაობის წლის საუკეთესო წევრი უწოდეს და მისი თამაშის სტილით "ბარსას" ვარსკვლავ ნეიმარსაც კი ადარებენ.



23-წლამდელთა ნაკრების წევრმა "პალმეირასის" რიგებში ჩატარებულ 60 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ასეთი შედეგები კი ყურადღების მიღმა არ დარჩენია "ბარსელონას" სპორტულ დირექტორ რაულ სანლეჰის. სწორედ კატალონიელები ითვლებიან ფეხბურთელის შეძენაში ფავორიტებად.

თუმცა "პალმეირსასის" მწვრთნელ კუკას სჯერა, რომ ახალგაზრდამ "ნოუ კამპზე" გადასვლა არ უნდა ისურვოს.

"ბარსას" წარმომადგენელი აქ დიდი ხანია იმყოფება და ბევრი თამაში ნახა. გაბრიელმა ეს იცის, მაგრამ მასზე გავლენა არ აქვს.

მე რომ გაბრიელის მამა ვიყო, მას დღეს არ გავუშვებდი.

ამჟამად "ბარსელონაში" არავინ ათამაშებს, აქ კი გაიზრდება. თუ "ბარსელონა" აღარ შეიძენს, სხვა მოგვაკითხავს. ის მოითმენს.

რაც შეეხება ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, აქ ყოფნით უფრო მეტი შანსი ექნება მოხვედრისა, ვიდრე "ბარსელონაში" წასვლითა და უთამაშებლობით",
- განაცხადა კუკამ.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
24 ივნისი 2016 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ეს ვიღა ჩემი შიშტახუხილაა
0
№12
ავტორი: MaRkUsH RaShFoRd
24 ივნისი 2016 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
აუ იყიდონ რააა მაგარი კაციაა ძაან
რო არ ყიდულობენ ესეთებს იმიტო გვაქ ლიგა ოცნებად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top