თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2464,
კომენტარები: 11
მოურინიო საქმიანობას 6 ივლისს შეუდგება
ჟოზე მოურინიო წინასასეზონო ტურნესთვის ემზადება.
მოურინიო საქმიანობას 6 ივლისს შეუდგება
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინასასეზონო საქმიანობის დაწყების თარიღი გამოაცხადა.

"ინსტაგრამზე" მოურინიოს ბოლო პოსტი ატვირთული ფოტოსურათია, რომელიც აუზში მოვარჯიშე მოურინიოს გადაუღეს და ზედ დართულია წარწერა: "6 ივლისს ნამდვილად ფორმაში ვიქნები... თუ დაღლილი!?!? გმადლობთ, ბავშვებო".

წინათ "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მიანიშნეს, რომ კლუბის სავარჯიშო ბაზას 4 ივლისს დაუბრუნდებიან, ხოლო ჟოზე მოურინიომ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ პირველ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამსახურს 7 ივლისს დაიწყებდა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემთვის პატივია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მე მიყვარს მუშაობა და მოუთმენლად ველი 7 ივლისს, რათა მოედანზე გავიდე", - განაცხადა მოურინიომ.

"იუნაიტედთან" დაახლოებულმა წყაროებმა კი მედიას განუცხადეს, რომ ფეხბურთელები 1 ივლისის შემდეგ სხვადასხვა დროს დაუბრუნდებიან გუნდის შემადგენლობას, რაც შეეხება ფორმალურ ვარჯიშს, ის ან 6 ან 7 ივლისს დაიწყება.

მოურინიო კი აკონკრეტებს თარიღს და აცხადებს, რომ 6 ივლისს სამსახურს შეუდგება.

მოურინიო საქმიანობას 6 ივლისს შეუდგება


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივნისი 2016 16:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მიდი მოუ შეუბერე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top