"უემბლის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ინგლისის სუპერთასის მატჩი, "ქომუნითი შილდი" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლესტერ სიტის" შორის 2016 წლის 7 აგვისტოს თბილისის დროით 19 საათზე შედგება.
"იუნაიტედის" გულშემატკივრები სტადიონის ჩრდილოეთ ნახევარზე განთავსდებიან.
"უემბლის" ხელმძღვანელობის ცნობით, მატჩზე დასასწრები ბილეთები სტადიონზე არ გაიყიდება და მათი რეალიზება კლუბების საშუალებით მოხდება.
ინგლისის სუპერთასი 1908 წლიდან თამაშდება და თანამედროვე ფორმატით, მასში მონაწილეობას პრემიერ ლიგის ჩემპიონი და ინგლისის თასის გამარჯვებული იღებენ.