მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ 2014 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იმის გამო არ ისურვა, რომ "წითლები" ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობდნენ.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰუმელსს აქტიურად უკავშირებენ პრემიერ ლიგის გუნდს, მაგრამ მატსი მხოლოდ ერთხელ განიხილავდა ამ საკითხს სერიოზულად - ორი წლის წინ.
მისი თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებას მართავდა, მაგრამ დევიდ მოიესის მემკვიდრეობამ - ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნამ - მას "ბორუსიაში" დარჩენა აიძულა.
"ინგლისში, ესპანეთსა და ბუნდესლიგაში კარიერის გაგრძელების ვარიანტს განვიხილავდი. მაგრამ იმ დროს ერთადერთმა ინგლისურმა კლუბმა გამიკეთა ჩემი მოთხოვნილებების შესაბამისი შემოთავაზება.
ეს კლუბი თავისი აურით მაჯადოებს, ყოველთვის მინდოდა მათთან დაკავშირება. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ - შეთანხმების ერთადერთი წინააღმდეგობა ეს იყო. ვფიქრობ, ხვდებით, ვისზეც ვსაურბობ", - განაცხადა გერმანელმა.