თბილისი:
მანჩესტერი:
21-06-2016, 08:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2558,
კომენტარები: 17
აგენტი: "ზლატანს გვარდიოლაზე შურისძიების შანსი ხიბლავს"
შვედი ფორვარდის "იუნაიტედში" გადასვლის კიდევ ერთი მიზეზი.
აგენტი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას პეპ გვარდიოლაზე შურისძიების გამო ისურვებს.

შვედ ფორვარდს დიდი ხანია უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას და მისი აგენტი მინო რაიოლა აღნიშნავს, რომ ზლატანის მოტივაცია "მანჩესტერ სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება.

იბრაჰიმოვიჩისა და გვარდიოლას გზები 2010/11 წლებში გადაიკვეთა, როცა "ბარსელონაში" თამაშობდა და მუშაობდა თითოეული მათგანი შესაბამისად. მოგვიანებით კი მათ შორის შუღლი ჩამოვარდა და თავდამსხმელმა ესპანელს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მშიშარა უწოდა.

ცხადია, თუკი იბრაჰიმოვიჩი "ოლდ ტრაფორდზე" გადავა, გვარდიოლასა და მისი დაპირისპირება განახლდება.

ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა კი აცხადებს: "ვფიქრობ, გვარდიოლაზე შურისძიება სურს, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ცოცხლობს, რადგან ორი საფლავი არ უნდა გქონდეს გათხრილი - ერთი შენთვის და მეორე მტრისთვის.

როგორც ჩანს, ბედისწერას სურს მათი შეხვედრა. ერთ-ერთი გამოსავალი პრემიერ ლიგაში გადასვლაა, მაგრამ რადგანაც შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს, ჯერ ეს არ გადაწყდება.

მარცხისგან უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე გამარჯვებისგან და ზლატანმა გვარდიოლასთან მომხდარი ამბისგან გაკვეთილი მიიღო.

როგორც ადამიანი, არც მე მომწონს ის. ზლატანი ამბობს, რომ ის დიდებული მწვრთნელია და მეც შემიძლია ასე ვიფიქრო, მაგრამ ამას არ ვიტყვი".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: hemi
21 ივნისი 2016 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: temo-scholes
ციტატა: hemi
აბა ახლა პორტუგალიასთან რას იზამთ მაგით გაირკვევა კიდე რამდენი ხანი უნდა ველოდოთ შენს გადმოსვლას

პორტუგალიასთან არა ძმა...:) ბელგიასთან აქვთ სათამაშო და სავარაუდოდ ვერ მოიგებენ...;)

უუი ხო ეგ რაღა იყო აკრეფისას ემერია უცებ
0
№12
ავტორი: MEMPHIS 7
21 ივნისი 2016 13:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მიდი იბრა შეჭამე ის ცენზურა
0
№13
21 ივნისი 2016 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: MEMPHIS 7
მიდი იბრა შეჭამე ის ცენზურა

wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№14
ავტორი: dybbuk
21 ივნისი 2016 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
იანუზაის ნომერს აიღებს მგონია თუ გადმოვიდა
0
№15
ავტორი: stepno
21 ივნისი 2016 15:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: snatch77
რუნი, იბრა, შვაინა derphappycry როხო, დარმიანი, მხითარიანი derpgop

lol რავქნაა არ გამიტყდება ისე მე მხითოს მოსვლაა derpgop
0
№16
21 ივნისი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: stepno
ციტატა: snatch77
რუნი, იბრა, შვაინა derphappycry როხო, დარმიანი, მხითარიანი derpgop

lol რავქნაა არ გამიტყდება ისე მე მხითოს მოსვლაა derpgop

არც მე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№17
ავტორი: SANDROGRIGA
21 ივნისი 2016 15:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წაიღო ერთი ამან ტვინი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top