"ბორდოს" თავდამსხმელის აქტიურობა სოციალურ ქსელში.
"ბორდოს" თავდამსხმელი ადამ ოუნასი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა და "თვითერზე" მისმა აქტიურობამ "წითლების" გულშემატკივარს ტრანსფერის განხორციელების იმედი ჩაუნერგა.
ოუნასი კლუბის ოფიციალური ექაუნთის მიმდევარი გახდა, ისევე, როგორც ენტონი მარსიალის გვერდისა. 19 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" ფრანკოფილებს ტრანსფერის განხორციელების იმედი მისცა, რამეთუ "ინსტაგრამზე" უეინ რუნის, ბასტიან შვაინშტაიგერის, მარსიალისა და მარკუს რეშფორდის გვერდების მიმდევარიც გახდა.
თუმცა, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების გადაბირების იმედს "წითელ ეშმაკებს" ორაზროვან მნიშვნელობას აძლევს ის ფაქტი, რომ ადამი ასევე "რეალ მადრიდის", ზინედინ ზიდანისა და "იუვენტუსის" ექაუნთის მიმდევარიც გახდა "თვითერზე".
ერთი კვირით ადრე დორტმუნდის "ბორუსიაში" გადასვლის შესახებ მიანიშნა ოუნაის თანამემამულე უსმან დემბელემ, როცა მან "დორტმუნდის" გულშემატკივრის ექაუნთი მოიწონა. ეს უკანასკნელი კი თავისი საყვარელი გუნდის რიგებში ახალგაზრდის ხილვის იმედს გამოთქვამდა.
ოუნასს ბოლო თვეების განმავლობაში უკავშირებენ "იუნაიტედის" სახელს და მოურინიოს იმედი აქვს, რომ ფრანგი მისი ერთ-ერთი შენაძენი გახდება.
წყარო:
M.E.N.