ჰენრიხ მხითარიანის აგენტი დარწმუნებულია, რომ თავის კლიენტს ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაიყვანს.
მინო რაიოლამ ადრე განაცხადა, რომ მხითარიანმა დორტმუნდის "ბორუსიადან" წასვლის სურვილი გამოთქვა, რათა "იუნაიტედში" გადასულიყო.
ბუნდესლიგის კლუბმა 27 წლის ფეხბურთელის გაყიდვა არ ისურვა. თუმცა რაიოლა დარმწმუნებულია, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება.
"მოლაპარაკებების შეწყვეტა სისულელე იქნებოდა. მე პოზიტიურად განწყობილი ადამიანი ვარ. დარწმუნებული რომ არ ვიყო, რაღაცას მივაღწევ, საერთოდ არ ვცდიდი.
ვამაყობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი შეძენა სურს და მოლაპარაკებებიც დადებითად ვითარდება, მაგრამ "ბორუსია" ამჟამად კვლავ უარზეა", - განაცხადა მხითარიანის აგენტმა.