პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" და მისი კლიენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
23 წლის ფრანგმა "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის", "ჩელსისა" და "ბარსელონას" ყურადღებაც მიიპყრო, მაგრამ პოგბა "იუვენტუსს" მხოლოდ "რეალის" სანაცვლოდ დატოვებს.
"მოლაპარაკების პირველ ეტაპზე ვართ. პოლი ეთაყვანება "რეალსა" და ზინედინ ზიდანს და ეს დიდ როლს ითამაშებს მის გადაწყვეტილებაში.
120, 140 მილიონი ევრო? პოლი რა თანხადაც უნდა შეფასდეს, ნებისმიერ ფასს ღირს", - განუცხადა რაიოლამ Marca-ს.