"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფორვარდი გუნდის ახალგაზრდა გულშემატკივარს, უილიამს შეხვდა.
პატარა უილიამი და მარსიალი ერთსა და იმავე ადგილას, პარიზის გარეუბან მესიში დაიბადნენ. მარსიალმა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც მანჩესტერში ხუთი წლის ასაკში ჩავიდა, გარკვეული რჩევები მისცა.
ენტონი: სალამი, უილიამ! უილიამი: სალამი - საქმე როგორ მიდის? - კარგად - მესიდან ხარ? - დიახ, მესიდან ვარ. - და ინგლისში როდის ჩამოხვედი? - როცა ჩამოვედი, ხუთი წლის ვიყავი.
***
მარსიალი: ვისთან ერთად ჩამოხვედი, შენს ოჯახთან? უილიამი: დედასთან და ჩემს დასთან. მამა ისევ მესიში ცხოვრობს. - და საქმე როგორ მიდის? - კარგად. - რას აკეთებ? - მანჩესტერის სკოლაში ვარ. - ჯერ კიდევ? მანდ როგორ მიდის საქმე? - დიახ, კარგად. - ფეხბურთს თამაშობ? - კი, ვთამაშობ. - რა პოზიციაზე? - აა... ფლანგებზე. - კარგია, ასე გააგრძელე და სკოლაშიც კარგად იმეცადინე! - ვიმეცადინებ, გმადლობ!
***
უილიამი: რომელია "იუნაიტედში" გატანილი თქვენი საყვარელი გოლი? ენტონი: ჩემი საყვარელი გოლი? "ლივერპულის" კარში გატანილი! - "ლივერპულთან"? - მოგეწონა? - დიახ, მომეწონა. და "სტოკის" კარში გატანილი თქვენიც გოლიც მომწონს! - აჰ, ის დარტყმა, ისიც კარგი იყო! - ესეც მომეწონა... ინგლისში ყოფნა მოგწონთ? - დიახ, სიმართლე რომ გითხრა! ცუდი არ არის! - საკვებზე რას იტყვით? - ჰმ, საჭმელი არ ვარგა! არა, მაგრამ არაუშავს, მაინც მომწონს აქ. - ბავშვობაში რომელი მოთამაშე მოგწონდა? - რონალდინიო და ბრაზილიელი რონალდო. და შენ ვინ მოგწონდა? - ტიერი ანრი. - კარგი არჩევანია - უთხრა მარსიალმა და ხელი გაუწოდა.