"მანჩესტერ იუანიტედის" კაპიტანს უეინ რუნის სურს რომ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
რუნი უკვე 30 წლისაა და "იუნაიტედში" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. 2014 წელს რუნიმ გააფორმა ახალი 5-წლიანი კონტრაქტი. რომელიც კიდე 3 წლითაა ძალაში.
მაგრამ რუნის სურს, რომ ხელი მოაწეროს ახალ სამუდამო კონტრაქტს "იუნაიტედთან".
რუნი ამბობს: "მე მაქვს კონტარქტი კლუბთან და კლუბის ახალ მწვრთნელთან, ჩემი ნებაა აქ დარჩენა და თუ კლუბსაც ეს სურს, მზად ვარ ახალი კონტრაქტი გავაფორმო."
"იუნაიტედის" კაპიტანი ეგუება იმ აზრსაც, რომ მისი თამაში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობისას შეიცვლება.
"დროსთან ერთად ყველას თამაში იცვლება და უმჯობესდება - გაიხსენეთ გიგზი კარიერის მიწურულს.
მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი თამაში თანდათან უკეთესი გახდება.
ვფიქრობ, მე უკვე ვაჩვენე, რომ გოლების გატანაც მომწონს და საგოლე გადაცემების კეთებაც, ნახევარმცველის პოზიციიდანაც კი მივიღებ სიამოვნებას".