ჟოზე მოურინიომ ლონდონელებს ახალი წინადადებით მიმართა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მზადყოფნა გამოხატა იმის თაობაზე, რომ "ჩელსის" ნემანია მატიჩის სანაცვლოდ მატეო დარმიანი შესთავაზოს.
მიუხედავად ინგლისში არც ისე კარგი სეზონისა, დარმიანი იტალიის ნაკრებში ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით რეგულარულად თამაშობს. სწორედ კონტე გაწვრთნის "ჩელსის" მომდევნო სეზონიდან.
დიდი ხანია ჭორები ვრცელდება, რომ კონტეს თავის ახალ გუნდში დარმიანის ხილვა სურს და Daily Mirror-ი ამტკიცებს, რომ მოურინიო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ხელს შეუწყობს, თუკი სანაცვლოდ იტალიელი 26 წლის სერბ ფეხბურთელს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის ნებას მისცემს.
ჟოზე "იუნაიტედის" ნახევარდაცვის ხაზს სუსტად მიიჩნევს და თვლის, რომ მას ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი აკლია, რომელიც გუნდის თამაშს წარუძღვებოდა - ისეთი, როგორიც მატიჩია, რომელიც "ჩელსის" ჩემპიონობის სეზონში "ლურჯების" წამყვან ფიგურად იქცა.
გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ დარმიანის გარდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მომავალია სათუო. მოურინიო ზაფხულში ხუან მატასთან, მარუან ფელაინისთან, მემფის დეპაისთან და მორგან შნეიდერლინთან განშორებას არ გამორიცხავს. ამ უკანასკნელს კი "ევერტონმა" მიაქცია ყურადღება.
წყარო:
mirror