"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეამ ესპანეთსა და თურქეთს შორის გამართული შეხვედრაში, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა, ახალი რეკორდი დაამყარა.
ესპანეთის ნაკრების რიგებში ჩატარებულ ზედიზედ მეხუთე ოფიციალურ შეხვედრაში დე ხეამ გოლი არ გაუშვა, რაც 50 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
1966 წელს ინგლისის ნაკრების მეკარე გორდონ ბენქსმა "სამ ლომთა" რიგებში ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რომელშიც გოლი არ გაუშვია. მოგვიანებით მან კარი "მშრალად" მექსიკის, საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგაც შეინარჩუნა და ზედიზედ ოთხმატჩიანი "მშრალი" სერია ჰქონდა, რაც გუშინდელ დღემდე არავის გააუმჯობესებია.
დე ხეამ კი ბენქსის შედეგს აჯობა და თურქეთთან მატჩში მეხუთედ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა ლუქსემბურგის, მაკედონიის, უკრაინისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ჩატარებული მატჩების შემდეგ.