დავიდ დე ხეას ერთ-ერთმა მეგობარმა The Sun-ს აუხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ესპანეთის ნაკრების მეკარემ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენა.
"წითელი ეშმაკების" პირველი ნომერი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მადრიდის "რეალის" სამიზნედ და ესპანელები მის გადაბირებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. გასულ ზაფხულს დე ხეა საბუთების მოუგვარებლობის გამო ვერ გადავიდა მადრიდში, წელს კი მისი მეგობრის თქმით, მიზეზი სულ სხვა რამ აღმოჩნდა.
დე ხეას მეგობარი, რომელიც ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში სახელს არ ამხელს, ხსნის, თუ რატომ არ გადავიდა ესპანელი მეკარე "სანტიაგო ბერნაბეუზე": "ჟოზე მთელ ამ ისტორიაში დიდი, ძალიან დიდი როლი ითამაშა. წინა მწვრთნელი რომ დარჩენილიყო თავის პოსტზე, ახლა დავიდი "რეალის" მეკარე იქნებოდა.
ჟოზე მუდმივად უგზავნიდა შეტყობინებებს, რომელთა საერთო შინაარსიც ასეთი იყო: "დარჩი და ჩემს გუნდში ითამაშე".
მადრიდი მთელი ამ ხნის განმავლობაში არწმუნებდა დე ხეას თავის რიგებში გადასვლაში, მაგრამ ბოლოს სწორედ დე ხეამ გადაწყვიტა მანჩესტერში დარჩენა".