ჰენრიხ მხითარიანის გადასვლა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" მის გაყიდვას არ აპირებს.
ბუნდესლიგის გუნდი თავის ფეხბურთელს უკვე შეხვდა და აცნობა, რომ მის გაშვებას არ აპირებს. ჰანს-იოახიმ ვატცკეს განცხადებით, "ბორუსია" ძალიან ეცადა მხითარიანის დარწმუნებას, ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა, მაგრამ სომეხი შეთავაზებას არ იღებს. სამაგიეროდ, არც კლუბი აპირებს მის გაყიდვას და ჰენრიხი გერმანიაში კიდევ ერთ წელს გაატარებს.
მხითარიანის აგენტი, მინო რაიოლა აღნიშნავს, რომ მის კლიენტს პოზიცია არ შეუცვლია და სიტუაციის გადაწყვეტას ცდილობს.
"მას "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს გადასვლა და ამ სიტუაციასთან გამკლავებას ვცდილობთ", - განაცხადა აგენტმა.