"არსენალის" ახალწვეული გრანიტ ჯაკა აცხადებს, რომ მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2011 წელს ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, როცა მისმა "ბაზელმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 დაამარცხა.
ჯაკა, რომელიც თავისი მშობლიური კლუბის რიგებში ირიცხებოდა, სანამ 2012 წელს მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" გადავიდოდა, იმ გუნდის ნაწილი იყო, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" "წითელ ეშმაკებს" 3 ბურთი გაუტანა და "ოცნების თეატრზე" ერთი ქულა აიღო, მოგვიანებით კი შვეიცარიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ჩატოვა.
"ვფიქრობ, ჩემი კარიერის საუკეთესო მოგონება "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ "ბაზელის" რიგებში ჩატარებული მატჩია.
მანჩესტერში ფრედ 3-3 ვითამაშეთ, შემდეგ კი სახლში 2-1 მოვიგეთ და ისინი მომდევნო რაუნდში არ გავუშვით.
ეს დიდი მოვლენა იყო. "ბაზელი" უფრო პატარა კლუბია, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი" და მათი დამარცხება სასიამოვნო მომენტი გამოდგა", - განაცხადა შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა.