განვლილი სეზონის მთავარი აღმოჩენის, "ლესტერის" მოთამაშეები ჩატარებული სეზონის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელები გახდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდნის "არსენალი" პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელისთვის რიად მარეზისთვის გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. ამის გამო "ლესტერი" მზად არის თავის ფეხბურთელს კვირაში 100 ათასი ფუნტი შესთავაზოს. ინგლისური გამოცემა ასევე იუწყება , რომ მარეზის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ფუნტია.
შარშანდელი ლინგარდის და მატას არასტაბილური თამაშის გამო მარჯვენა ნახევარდაცვის გაძლიერება მოურინიოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. გასულ სეზონში ალჟირელმა ფეხბურთელმა 39 ჩატარებულ შეხვედრაში 18 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.