ყველასთვის ცნობილია , რომ ევრო 2016-ის დასრულებისთანავე იტალიელი მწვრთნელი ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის ჩაიბარებს". Bleacher Report-ის ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი პირველი შენაძენი შეიძლება მისთვის კარგად ნაცნობი მცველი, მატეო დარმიანი გახდეს, რომლის შესაძლებლობებსაც და უნივერსალიზმსაც კარგად იცნობს იტალიის ნაკრებიდან.
მანჩესტერში გატარებული პირველი არასტაბილური სეზონის მიუხედავად, დარმიანი კონტეს ფორმაციის ნაკრებში ერთ-ერთი უცვლელი ფეხბურთელია , ის "იუნაიტედს" გასულ ზაფხულს "ტორინოდან" შეუერთდა 12 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ
მატეომ 2015-2016 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში 24 თამაში ჩაატარა. მან1 გოლი გაიტანა და 8 ყვითელი ბარათი მიიღო