"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების კარში გატანილი გოლი "საოცარი" შეგრძნება იყო.
შკოდრან მუსტაფის თავურით მსოფლიო ჩემპიონებმა ანგარიში გახსნეს, ხოლო შვაინშტაიგერმა მატჩის მიწურულს იოახიმ ლიოვის გუნდს ორბურთიანი გამარჯვება მოუტანა.
ნაცვლად იმისა, რომ ნახევარმცველის პოზიცია დაეკავებინა, "წითლების" ნახევარმცველმა გოლის დროს მთელი მოედანი ჩაირბინა და შეცვლაზე შესვლის შემდეგ მესუთ ოზილის პასით ისარგებლა.
ბასტიანმა "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობა არც ისე წარმატებულად დაიწყო, სეზონის ბოლო 11 მატჩი კი ტრავმის გამო გამოტოვა.
შვაინშტაიგერმა მატჩის შემდეგ განაცხადა: "უბრალოდ საოცარია. მთელი ამ ტრავმების შემდეგ... რაღაც ასეთი მოხდა. ჯერ არ შემიძლია 90 ან 120 წუთის განმავლობაში თამაში, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შემიძლია. თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, თუ ჯანმრთელი ვიქნები, თამაშს შევძლებ. იმედი მაქვს, უფრო მეტ მატჩს ვითამაშებ.
აღნიშვნისას იმდენი ვირბინე, რომ სუნთქვა ახლაც კი მიჭირს! საოცარია, რომ ასე მოხდა, ასეთ რამეზე მხოლოდ თუ იოცნებებ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა გაიმარჯვა".