"მანჩესტერ იუნაიტედმა", შესაძლოა, პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის თაობაზე რეკორდული, 79 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება გაუკეთოს.
იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ვერატის დიდი გულშემატკივარია და მზად არის, თავის ახალ გუნდში წამყვანი ფიგურის როლი შესთავაზოს.
იმისათვის, რომ თავისი განზრახვა განახორციელოს, მოურინიო შთამბეჭდავ შეთავაზებას უმზადებს არა მარტო პსჟ-ს, არამედ თავად 23 წლის ფეხბურთელსაც - 6.7 მლნ. ფუნტი წლიური ხელფასის სახით.
აღვნიშვნათ, რომ თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება და ვერატი შეთავაზებას მიიღებს, "ოლდ ტრაფორდზე" იტალიელი შეიძლება, შეუერთდეს თავის ყოფილ თანაგუნდელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.